Digest Logo

„სრულიად უვნებელ და სასარგებლო პროდუქტს რატომ „გაუტყდა სახელი“ ასე საშვილიშვილოდ?“ - მაია ბუწაშვილი

1727779882
 მაია ბუწაშვილი

ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ერთ-ერთ პოპულარულ ბოსტნეულზე, პამიდვრის შესახებ წერს. 

მისი თქმით, ძალიან სასარგებლო პროდუქტს „გაუტყდა სახელი“ საშვილიშვილოდ.

„ადრე ვწერდი ხოლმე უსაფუძვლოდ „ეჭვმიტანილ“ პროდუქტებზე, მაგალითად, ღორის ხორცზე, რომლის აკრძალვას პაციენტებისთვის არავითარი რაციონალური საფუძველი არ გააჩნია (სანამ მეჩხუბებით, გავიმეორებ, რომ ყურადღება ზოგადად ჭარბი ცხიმის მავნებლობაზე უნდა იყოს გამახვილებული და არა მაინცდამაინც ერთ რომელიმე პროდუქტზე, რომელიც თავისთავად სხვა სახეობის ხორცზე მავნე სულაც არ არის).

ახლა კიდევ ერთ პროდუქტზე მინდა ვთქვა, რომელმაც, ვერ გავიგე, ასეთი რა დააშავა, რომ უამრავი პაციენტი მისვამს კითხვას, შეიძლება თუ არაო. ეს არის პამიდორი. ზოგი არც მეკითხება და თავისით იღებს გადაწყვეტილებას, რომ აიკრძალოს და მერე სიამაყით მამცნობენ ხოლმე, რომ თურმე დიდი ხანია პამიდორს არ ჭამენ (ღვიძლის სხვადასხვა დაავადებების დროს). რატომ? საიდან მოდის ეს ზღაპარი და ამ სრულიად უვნებელ და მეტიც, ძალიან სასარგებლო პროდუქტს რატომ „გაუტყდა სახელი" ასე საშვილიშვილოდ?

საქმე ისაა, რომ საქართველოში ისედაც დიდად ჯანსაღად არ იკვებება ხალხი და ზოგისთვის ბოსტნეულის მიღება მხოლოდ პამიდვრის და კიტრის მიღებამდე დადის და ამის აკრძალვა ნიშნავს, რომ ბოსტნეულის მიღება მინიმუმამდე დადის.

პამიდვრის მიმართ ეს დაუმსახურებელი დამოკიდებულება ასევე ვრცელდება შემდეგ მის შვილობილ ტომატზე, რომელსაც ასევე ერიდებიან ადამიანი, სრულიად დაუმსახურებლად.

ტომატის სიმჟავე შეიძლება კუჭის წყლულის მქონე ადამიანს გარკვეულად უღიზიანებდეს ლორწოვანს და რაღაც ლოგიკა ამაში იყოს, მაგრამ ღვიძლის დაავადებებთან საერთოდ რა შუაშია? ეს ისეთივე მოგონილია, როგორც, მაგალითად, ჭარხალი რომ „ღვიძლისთვის კარგია“. კი ბატონო, ჭარხალიც მიირთვით და პამიდორიც, მაგრამ ის, რომ ჭარხალი ღვიძლის ჯადოსნურ აღდგენას ჩაატარებს, ამის არ დაიჯეროთ.

არ ჯობია, ადამიანები კონცენტრირდნენ მართლა მათთვის მავნე ჩვევების მოცილებაზე (მაგალითად, ალკოჰოლი და თამბაქო) და ამ სრულიად გაუგებარ აკრძალვებზე არ გადაიტანონ ყურადღება? საიდან მოდის ეს გაუთავებელი მითები?“, - წერს მაია ბუწაშვილი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენი ყურება არასდროს მბეზრდება, საოცარი ენერგეტიკა მოგაქვთ“ - თიკა ფაცაცია და აჩიკო სოლოღაშვილი ერთობლივ კადრებს აქვეყნებენ

⭕ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა

⭕🎥 „ლილი მენატრება“ – რა ვიდეოს აქვეყნებს ნოე სულაბერიძე?