Digest Logo

🎥 როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს საშინაო დავალების მომზადებაში ისე, რომ მეცადინეობა ცრემლების გარეშე დასრულდეს

1727772405
მშობელი, სწავლა

რას ნიშნავს მოსწავლის „სწორად“ დახმარება საშინაო დავალების მომზადების დროს? როგორ არ უნდა მოიქცეს მშობელი, რათა დახმარების პროცესმა ნაყოფიერად ჩაიაროს - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ ისაუბრა.

„სასურველია ბავშვს ეტაპობრივად ვასწავლოთ როგორ დაგეგმოს მეცადინეობის პროცესი და რუტინის ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ. ამის შემდეგ ბავშვმა უნდა გააგრძელოს დამოუკიდებლად საშინაო დავალების მომზადება.

იმის მიუხედავად, თითქოს ლოგიკურია დასვენებულ გონებაზე პირდაპირ რთული სამუშაოს შესრულება, აღმოჩნდა, რომ გონებას გარკვეული სტარტის აღება სჭირდება, ამიტომ მსუბუქი რაღაც გვჭირდება მეცადინეობის დასაწყებად. 

შუა ნაწილში კი ყველაზე რთული და შრომატევადი ნაწილი უნდა მოვაქციოთ. უნდა გავიაზროთ, რომ ერთის მხრივ დავალება, რომელიც შვილს აქვს შესასრულებელი თავისი მოცულობით და სირთულით ისეთი უნდა იყოს, რომ ამის დაძლევა შევძლოთ. 

შუალედებში შეგიძლიათ გამოიჩინოთ ინტერესი, გაუწიოთ მეთვალყურეობა, გარკვეულწილად ჩაერიოთ ტემპი რამდენად მიჰყვება დაგეგმილს“, - ამბობს თამარ ედიბერიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„უკვე 15-ის...“ - გელა დაიაურის გარდაცვლილი შვილის დაბადების დღეა

🎥 დემნა გვასალიამ მსოფლიოს ბრენდის 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის სამოსი წარადგინა - კადრები ჩვენებიდან

🎥 „ქაოსური დღე გელოდებათ, შესაძლოა გარკვეული შეცდომები დაუშვათ“ - ნინა სუსლოვას ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს