Digest Logo

🎥 „სტატისტიკურად, ყველაზე ხშირად 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება“ - თუ მგზავრობის დროს ბავშვი ცუდად ხდება, ეს უნდა იცოდეთ!

1782723917
ზაზა თელია

რატომ ვერ ვიტანთ მგზავრობას და როგორ შეგვიძლია, ასეთ დროს დისკომფორტი თავიდან ავირიდოთ - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია, საუბრობს და რჩევებს გვიზიარებს. 

„მგზავრობის ავადმყოფობას, რომელსაც მოგზაურობის დროს გულისრევასა თუ მგზავრობის აუტანლობას უწოდებენ, ბევრი სინონიმი აქვს. ეს მდგომარეობა აბსოლუტურად განსხვავდება ფობიებისგან, მაგალითად, თვითმფრინავით მგზავრობის შიშისგან, და მათში არ უნდა აგვერიოს. სტატისტიკურად, იგი ყველაზე ხშირად 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება, ორ წლამდე კი პრაქტიკულად არ ვლინდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ვესტიბულური აპარატი ორ წლამდე ჩამოყალიბების პროცესშია, ეს ორგანო კი ზუსტად ამ სიმპტომების გაჩენაზეა პასუხისმგებელი“, - ამბობს ზაზა თელია.

რაც შეეხება სიმპტომების მართვას და ქცევით რჩევებს

პირველ რიგში, მარტივი ქცევითი ჩვევებით უნდა დავიწყოთ:

​ჰორიზონტის ყურება: მგზავრმა მზერა ჰორიზონტს ან რომელიმე უძრავ წერტილს უნდა მიაპყროს. ეს ტვინს თვალებიდან და შიდა ყურიდან მიღებული სიგნალების თანხვედრაში ეხმარება. ​

გაჯეტების შეზღუდვა: მოძრაობისას ტელეფონების, ეკრანებისა და სხვა გაჯეტების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. ასევე არ არის რეკომენდებული წიგნის კითხვა. ​

სუფთა ჰაერი და ტემპერატურა: სუფთა ჰაერი და ჟანგბადი ადამიანს გარკვეულწილად ეხმარება, ამიტომ სივრცე ჩახუთული არ უნდა იყოს. ავტომობილში არსებულ სიცხესა და ჩახუთულობას კონდიციონერი ეფექტურად ჩაანაცვლებს.

​პოზიციონირება: მგზავრობისას დიდ მნიშვნელობას ადგილის შერჩევა ანიჭებს. ასეთი პრობლემის მქონე ადამიანისთვის საუკეთესოა ავტომობილში წინა სავარძელზე დაჯდომა და წინ ყურება. ​

კვების რეჟიმი: მგზავრობის წინ მყარი, ცხიმიანი და ნოყიერი საკვების მიღება უნდა შეიზღუდოს. უპირატესობა მსუბუქ, თხევად საკვებს, მაგალითად, თხევად იოგურტს უნდა მიენიჭოს, რათა კუჭ-ნაწლავი არ დაიტვირთოს. ასევე, აუცილებელია წყლის დალევა, ალკოჰოლის მიღება კი დაუშვებელია. ​

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

🎥 სამი გეომაგნიტური დღე, სავსემთვარეობა და მერკურის უკუმავლობა – კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები, მიხეილ ცაგარელისგან!

⭕სირთულეები კომუნიკაციაში, წარსულის ურთიერთობების გააქტიურება და ახალი შესაძლებლობები - როგორი იქნება 29 ივნისი - 5 ივლისის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

⭕„ეს არის დღე, როცა ქმედება ხანგრძლივ ფორმას იძენს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო“ - 29 ივნისის მეტაფიზიკური პროგნოზი