გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც თმის გაჭაღარავების შესახებ წერს.
„სტრესი ნამდვილად აჭაღარავებს.
მარტივი ენით:
სტრესის დროს ჰიპერაქტიული (სიმპათიკუსის) ნერვული უჯრედები გამოყოფენ სტრესის ჰორმონს ნორადრენალინს, რომელიც თმების მელანოციტებზე (პიგმენტის მიმცემ უჯრედები) ნეგატიურად მოქმედებს.
შედეგი - თმის პიგმენტისგან /ფერისგან პერმანენტულად დაცლა.
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რატომ გვცვივა თმა? - მისი აღდგენის ყველაზე მარტივი რეცეპტი - „მიზეზი შეიძლება კვება იყოს“
⭕ჯანეტ ქერდიყოშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - „სიყვარულით სავსე ოჯახი“
⭕როგორ მოვრთოთ საახალწლო ნაძვის ხე 2026 წლისთვის და რომელი ფერები მოგვიტანს იღბალს?