
თავის ტკივილი ბავშვებში, უწყინარი სიმპტომი თუ განვითარების შეფერხების სიგნალი? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა ისაუბრა:
„ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ნიშანია, რომელიც ადამიანებს აწუხებს. დაახლოებით 90 პროცენტს კი ერთხელ მაინც, უმიზეზოდ ატკივებია თავი. სხვათა შორის ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩავატარეთ საქართველოს მასშტაბით სკოლებში და აღმოჩნდა, რომ 80 პროცენტს მოზარდობისას აღნიშნული ჩივილი აქვს. უკანასკნელი წლის განმავლობაში კი 65 პროცენტს აწუხებდა.
საბედნიეროდ, თავის ტკივილის სიმპტომები უმეტეს შემთხვევაში არის გადაღლის, არასწორი რეჟიმის ბრალი. არის საშიშროების ნიშნებიც, რომ მას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. დილის თავის ტკივილი და განსაკუთრებით თუ ის ბავშვს ძილში გამოაღვიძებს, ეს არის უკვე წითელი დროშა და განგაშიც ნიშანი.
ასევე თუ ტკივილს ახლავ ღებინება და ამის შემდეგ იკლებს, მაშინ საქმე გვაქვს წნევის მატებასთან საქმე. შეიძლება გამოწვეული იყოს აღნიშნული სისხლძარღვოვანი ანომალიით, თავის ტვინის სიმსივნე და განსაკუთრებით საყურადღებოა სკოლამდელ ასაკში.
საყურადღებოა ასევე განმეორებითი თავის ტკივილებიც“, - აღნიშნა ნანა ტატიშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ Sport.fr: პირველი ნაბიჯი გადადგმულია, „იუვენტუსმა“ მიქაუტაძის შესახებ „ლიონს“ მიმართა
🎥 „ბიჭი ვიყავ მზე პერანგა“ - ლაშა ბექაური თავისი სკოლის ბოლო ზარზე გადაღებულ კადრებს აქვეყნებს