Digest Logo

Sport.fr: პირველი ნაბიჯი გადადგმულია, „იუვენტუსმა“ მიქაუტაძის შესახებ „ლიონს“ მიმართა

1747832435
გიორგი მიქაუტაძე

დიდი შანსია, ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ფრანგულ კლუბს დაემშვიდობოს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ფრანგული Sport ავრცელებს.

„მიქაუტაძის საკუთარ რიგებში ხილვა არაერთ სახელოვან გუნდს სურს. ჩვენი ინფორმაციით, მათ შორის ტურინის „იუვენტუსიც“ იმყოფება. იტალიურმა კლუბმა უკვე გაუგზავნა ლიონს შესაბამისი შეტყობინება და ფრანგებს პოზიციის დაფიქსირება სთხოვა. მიქაუტაძის სავარაუდო სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროა“, - წერს Sport-ი.

შეგახსენებთ, ქართველი შემტევი „ლიონში“ გასულ სეზონში „მეციდან“ გადავიდა და მის სანაცვლოდ 18.5 მილიონი ევრო იქნა გადახდილი. მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტის ვადა 2028 წელს ეწურება, თუმცა, როგორც ჩანს არსებული დიდი ინტერესის გამო, ფრანგულ კლუბს აღნიშნულ დრომდე დატოვებს

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ბიჭი ვიყავ მზე პერანგა“ - ლაშა ბექაური თავისი სკოლის ბოლო ზარზე გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

🎥 ასტროლოგი თამარ აქუბარდია განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი აგრესიის მიზეზების გაცნობიერება - „მხოლოდ საკუთარი თავის შემეცნება არ არის საკმარისი, თუ გარემოსთან არ გაიტანეთ“

🎥 „ვუყურებთ მარცხენა თვალში, მერე მარჯვენაში, შემდეგ ტუჩებზე...“ - მარიამ ციმინტია მანიპულაციის მეთოდზე, რითაც ნებისმიერ კაცს მოხიბლავთ

წყარო: newshub.ge