
მსახიობი ნანკა გვარი (გვარიშვილი) ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში აქტიურობს, სადაც საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებებს, რჩევებსა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ინფორმაციას უზიარებს.
ამჯერად ნანკა გვარი სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს, რომელზედაც წერს:
„სულის ტკივილზე დიდი ტკივილი, ტკივილის უქონლობაა. რომელიც მხოლოდ ტკივილის ფსკერამდე დაშვებისას ხდება.. იქ, სადაც ახლა ვარ, ის მთის დასაწყისია, სადაც სულ ვოცნებობდი მოვხვედრილიყავი. მაგრამ გზაში იმდენი ტკივილი დავაგროვე, ამ მთაზე ასვლის დროს როცა ვისვენებ, სინანული მახრჩობს და შიში, რომ ყველაზე დიდი საკვები ჩემი სულისთვის, დავტოვე პირველივე ბილიკზე.
ეს ის ბავშვური ხალისია რაც იქვე დავტოვე სანამ დიდ გზას გავუდგებოდი. ვიფიქრე, დამიმძიმებს მოგზაურობას და არასწორ შესახვევებში შევაბიჯებ ბევრჯერ, ბავშვური ცნობისმოყვარეობის გამო მეთქი. ჰოდა მოვიკრიბე „დიდურობა“, სერიოზულობა, სტაბილურობა და ახლა მზის ჩასვლისას დასვენების და ტკბობის მაგივრად, მზის ჩასვლის შიში მაქვს, სიბნელეში საკუთარ თავთან მარტო გაჩერება არ მინდა. რადგან ბევრი კითხვა წამომეწევა. და პასუხის მეშინია.
ვიცი, არეულად ვწერ, მაგრამ ვინც იცის, გამიგებს, ზედმეტი სიტყვების გარეშე იგრძნობს რასაც ვწერ. იმედი არის სიყვარული, სიყვარული არის სინათლე, სინათლე არის გზა, გზა არის მწვერვალი და მწვერვალს მხოლოდ მაშინ შეეხები, როდესაც არის იმედი. იმედი იქამდეა, სანამ ჩვენში ბავშვი ცოცხლობს, ოცნებებით სავსე. ვინც ყოველდღე გვაჯერებს რომ შეუძლებელი შეგვიძლია.
გთხოვთ, ნურასოდეს გაუშვებთ თქვენში არსებულ ბავშვს ხელს. რადგან ის არის თქვენი ძალა, თქვენი მხნეობა, თქვენი არსი და დამიჯერეთ მიზანიც. ის ისედაც პატარაა, ნუ დააპატარავებთ უფრო. მის წასვლას ფერებიც მიაქვს, ამინდიც მიაქვს და ყველაფერი მოსაწყენი ხდება.
ჰოდა ახლა ვზივარ, ველოდები მზის ამოსვლას, და ჩემს ბავშვს რომ ამ გზაზე წამომეწიოს. მის გარეშე მწვერვალზე ვერ ავალ. და არ ავალ. და იქამდე ვიჯდები აქ, სანამ სულით არ ვიგრძნობ მისი მოახლოების ნიავს. და როცა ჩავისუნთქავ, დავიტენები, ავდგები და აღარასდროს გავჩერდები. მე და ის, ჩვენი ოცნებების კვალდაკვალ, სამყაროს წინააღმდეგ.
ჩემო პატარა მევ, ბოდიში, რომ უღრან ტყეში მარტო დაგტოვე, უშენოდ მეც ვიკარგები. დამიბრუნდი, მე აქ ვარ, გელოდები“, - წერს ნანკა გვარი.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ Sport.fr: პირველი ნაბიჯი გადადგმულია, „იუვენტუსმა“ მიქაუტაძის შესახებ „ლიონს“ მიმართა
🎥 „ბიჭი ვიყავ მზე პერანგა“ - ლაშა ბექაური თავისი სკოლის ბოლო ზარზე გადაღებულ კადრებს აქვეყნებს