Digest Logo

„წაშალეთ არასაჭირო კონტაქტი ან დაიწყეთ საქმე...“ - მარტივი პრაქტიკა თამუნა იოსელიანისგან

1787208050
მარტივი პრაქტიკა

„მიკრო-პრაქტიკა „მადლობა წარსულს“ გავათავისუფლოთ გზა ახალი შესაძლებლობებისთვის“, - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში თამუნა იოსელიანი მარტივ რიტუალს გვიზიარებს:

„🎭 თუ კვლავ უბრუნდებით ძველ წარუმატებლობებს „რეჟისორულ ვერსიაში“ დრამით, სპეციალური ეფექტებით და მთავარ როლში შინაგანი კრიტიკოსით დროა, ეს სერიალი დახუროთ.

😏 წარსულმა უკვე გადმოგცათ თავისი გაკვეთილი. მისი მთელი ცხოვრება მხრებით ტარება სულაც არ არის აუცილებელი.

⚡️ რას ვაკეთებთ:

1️⃣ დაიდეთ ხელისგულები მხრებზე და მსუბუქად მოიჭირეთ.

2️⃣ ღრმად ჩაისუნთქეთ და ნელა ამოისუნთქეთ.

3️⃣ თქვით: „მადლობას ვუხდი წარსულს გაკვეთილისთვის. ვუშვებ წყენასა და სინანულს. ვხურავ ძველ კარებებს და გზას ვუხსნი ახალ ბედნიერებას.“

პრაქტიკის შემდეგ გადადგით ერთი რეალური ნაბიჯი ცვლილებებისკენ: გაუგზავნეთ ვინმეს შეტყობინება, მიიღეთ გადაწყვეტილება, წაშალეთ არასაჭირო კონტაქტი ან დაიწყეთ საქმე, რომელსაც დიდი ხანია დებთ. სამყარო განზრახვებს ნამდვილად აფასებს, მაგრამ განსაკუთრებით პატივს სცემს მათ, ვინც დივნიდან წამოდგება. 😏 👇 დასამაგრებელი კოდური ფრაზა: „წარსული მშვიდობით გავუშვი!“, - წერს თამუნა იოსელიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ლიზი დარასელია: ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, წელს მეორედ დავენიშნე

⭕ „მიანიშნებს რესურსების იმპულსურად და არასტრატეგიულად ხარჯვაზე...“ - ვენერა-სატურნის დაპირისპირება: რამაზ გიგაურის პროგნოზი

⭕The New York Times: პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ბრუნდებიან