Digest Logo

🎥 „წითელ კონვერტებში განთავსებული ფული ორმაგდება...“ - თიკა ქოქაშვილის რეკომენდაციები „ცხენის წელის“ დასახვედრად

1767018304
თიკა ქოქაშვილი

ორცხობილები, ტკბილეული და როგორი სუფრა დავახვედროთ ცხენს წელს? - აღნიშნულ საკითხზე ფენ-შუის სპეციალისტმა თიკა ქოქაშვილმა გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა:

„ცეცხლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სასარგებლო თვისებებიც. მაგალითად; არის ერთგული, წამოიწევა კარიერის თემატიკა. შეგვიძლია ეგ თემები დადებითადაც გავიაქტიუროთ და უარყოფითადაც. ზომიერ ცეცხლს მოაქვს წარმატება, ზედმეტს კი პირიქით. გვჭირდება შინაგანად ბალანსი. ცვლილებები იქნება გლობალური. ცხენი გვთხოვს სიახლეებს და შეცვლას ჩვენი ცხოვრებისას.

2026 წელი გვთხოვს ზრუნვას, მხოლოდ ოჯახის წევრებზე არა, არამედ ერთმანეთზე და ყველაზე. იქნება ფეთქებადი სიტუაციები. უნდა დავაბალანსოთ ყველაფერი ფერებით. რადგან წყლის სტიქია არ არის და გვაქვს ცეცხლის, უნდა დავაბალანსოთ ფერით. ლურჯი და ცისფერი იქნება მსოფლიოს წამყვანი ფერები. მეტალის სტიქია მეგობრობს წყალთან ვერცხლისფერი და ოქროსფერი იქნება აქტუალური ფერები წელს. 

წელს არ არის ფული, ამიტომ ფინანსები უნდა მოვიზიდოთ. წყლის ენერგიები უნდა შევიტანოთ სახლში. შევიძინოთ ლარნაკები, რომლებშიც წყალს ჩავასხამთ ან ფანტანები. წითელი ფერი არის ამ წლის მთავარი ფერი, ამიტომ ის ვერ იქნება ამოღებული გამოყენებიდან. მაგალითად წითელ ფურცელზე დაწერილი, ან წითელ კონვერტში ჩადებული თანხა ორმაგდება. ასე ორმაგდება ენერგიებიც.

კარგი იქნება საახალწლო სუფრაზე შაქრის ნატეხების განთავსება სტაფილოს კექსის მომზადება. ასევე შვრიისგან დამზადებული ტკბილეული. ასევე მნიშვნელოვანია ხილი, რადგან სილამაზე სწორედ ხილს მოაქვს“, - ამბობს თიკა ქოქაშვილი.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩუმად გამოაცურე და შეინახეთ ჯიბეში, ან საფულეში“...“ - ანზორ ოდიშარიას რიტუალები და რჩევები საახალწლოდ

🎥 „შეკრული ვიყავი და გავიხსენი” - ჩაკეტილი ბედის გახსნის რიტუალი დაოჯახების მსურველთათვის ანზორ ოდიშარიასგან

⭕ „შემაშფოთებელი ინტერპრეტაცია ეხება „დიდი ფიგურის უეცარ დაცემას“ - მიშელ ნოსტრადამუსის პროგნოზი 2026 წლისთვის