Digest Logo

„ცხელებიან პაციენტში ერთი შეხედვით ეფექტურია, მაგრამ ორსულობის პერიოდში გამოყენება ბავშვებში 50%-ით ზრდის აუტისტური სპექტრის რისკს“- მაია ბუწაშვილი დექსამეტაზონის მასიურ გამოყენებაზე

1738133043
მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მედიკამენტ დექსამეტაზონის ხშირ გამოყენებასა და მის არასახარბიელო შედეგებზე სოციალურ ქსელში განმარტებას აქვეყნებს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.

„ჩვენთან ძალიან „უყვართ“ დექსამეტაზონი.

სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი თვითნებურად იღებს ჰორმონებს. განსაკუთრებით პოპულარულია დექსამეტაზონის ამპულის გატეხა და დალევა. ხშირია ინფექციური დაავადებების დროს სტეროიდების გამოყენება, რაც ხშირად პირიქით, მავნეა.

არადა, დექსამეტაზონი, მაგალითად, ცხელებიან პაციენტში ერთი შეხედვით ეფექტურია, რადგან ტემპერატურა ქვეითდება და პაციენტი შვებას გრძნობს და კმაყოფილია. სინამდვილეში სტერიოდების გამოყენებას თავისი სპეციფიკური, კონკრეტული ჩვენება აქვს.

ასევე ხშირად და სავარაუდოდ ბევრჯერ ზედმეტად აქვთ დანიშნული სტეროიდები ორსულებს.

ამასთან დაკავშირებით ახლახან გამოქვეყნდა კვლევა (JAMA Network Open), რომელიც ჩატარდა ძალიან დიდ და ხანგრძლივ კოჰორტზე და დაადგინა, რომ ორსულობის პერიოდში სტეროიდების გამოყენება ბავშვებში 50%-ით ზრდის აუტისტური სპექტრის აშლილობების და 30%-ით ზრდის ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის დარღვევის (ADHD) რისკს.

ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ სტეროიდები არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულებში, როცა ამის ჩვენება მართლა არსებობს, მაგრამ არა ისეთი სიხშირით, როგორც ხდება“,- წერს მაია ბუწაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ჩვენი ოჯახის წევრს ვირუსი აქვს, ჩვენ კი არა? - ნახეთ, ჰიგიენის რა ნორმების დაცვას გვირჩევენ ექიმები

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ლევან მაჭავარიანი: ვერანაირი საფუძველი ვერ იარსებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმემ გვთხოვოს, ან მითუმეტეს, მოგვთხოვოს რომ ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები