
„იუთუბერი“, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 64 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც წონის კლებასა და მასთან დაკავშირებულ პრეპარატებზე საუბრობს:
„ყოველ მეორე ადამიანს ვისაც წონაში დაუკლია, სვავს საკვებ დანამატებს. რაც დრო გადის უფრო პოპულარული ხდება ეს დანამატები. მთავარი ადამიანისთვის არის ის რომ არ ავნოს ორგანიზმს, იყოს ეფექტური და ბუნებრივი. პრობლემა არის უზარმაზარი - ადამიანის ზრდასრულობის ეტაპზე უმეტესობა ან ჭარბწონიანია ან მსუქანი. 2035 წლისთვის დაახლოებით 75%-ზე მეტი ზრდასრულების ან ჭარბწონიანი იქნება ან მსუქანი.
არის კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომ წონის კლების პრეპარატებთან დამოკიდებულებაში ადამიანებს მოლოდინი დიდი აქვთ. უნდათ რომ დაიკლონ ჩქარა და ეფექტურად, მათი საქმე კი სხვამ გააკეთოს და მარტივად. თუმცა ეს ასე არ ხდება რა თმა უნდა. საკვები დანამატებით სწრაფი კლება წონის არ ხდება. ძალიან იშვიათია რომ წამალს ჰქონდეს 80 პროცენტიანი შედეგი.
წონის კლების 10 საუკეთესო პრეპარატი (დანამატი) ბუნებრივი და უსაფრთხო:
პირველი - არის კოფეინი რომელსაც თერმოგენეზის ეფექტი აქვს. თერმოგენეზი მოქმედებს როგორც სტიმულანტი. ჯამში ადრენალინის გამომუშავებას უწყობს ხელს. ამის შემდეგ მეტი ენერგია იწვის ორგანიზმში. კოფეინს ასევე აქვს უნარი შეამციროს მადა. კოფეინი იყიდება ასევე როგორც ტაბლეტები.
მეორე - გლუკომანანი არის საკვები დანამატი მცენარეული, რომელიც იწოვს წყალს და ფუვდება. ჭამის წინ თუ დალევთ კუჭი გაფუვდება და შეამცირებს მადას. ასევე ნახშირწყლების შეწოვასაც უშლის ხელს. წყლის გარეშე არ უნდა დალიოთ, რადგან შეიძლება ყელში გაფუება დაიწყოს და ადამიანი დაახრჩოს.
მესამე - თეთრი ლობიოს მარცვალი. ალფა ამილაზა არის ასეთი ფერმენტი, რომელიც სახამებლის მონელებას უწყობს ხელს. ჩათვალე რომ პურის ჭამა თუ გიყვარს, ამას რომ მიიღებ გამოვა, რომ იმის ნახევარი გიჭამია რაც ჭამე.
მეოთხე - ელკარნიტინი. ეხმარება ცხიმებს, რომ მიტოქონდრიაში შევიდეს და დაწვას ცხიმი. ეს პრეპარატი განსაკუთრებით არის ადამიანებისთვის, რომლებიც ვარჯიშობენ.
მეხუთე - მწვანე ჩაის ექსტრაქტი და კოფეინი ერთად. ცხიმების ოქსიდაციას უწყობს ხელს. არის საკმაოდ ეფექტური.
მეექვსე - გარცინია კამბოჯია, რომელიც ძალიან პოპულარული პრეპარატია და ბევრი ექიმი უწევს რეკომენდაციას. ის ღვიძლში ცხიმების წარმოქმნას ბლოკავს. არსებული ცხიმები კი იწვის. თავის ტვინში სერატონინის დონეს ზრდის. ანუ ნერვიულად ვინც მიირთმევს საკვებს, მას უქვეითებს ამ მოთხოვნილებას.
მეშვიდე - ფსილიუმი რომელიც ბუნებრივი საშუალებაა. არის ხსნადი ბოჭკო და არის გლუკომანანზე სუსტი. ნაწლავებზეც მოქმედებს დადებითად. სიმაძღრის შეგრძნებასაც იწვევს. ან ფხვნილების ან კაფსულის სახით იღებენ.
მერვე - ბერბერინი. არის ძალიან კარგი საშუალება, რომელიც ორგანიზმში აჩერებს არამნიშვნელოვან პროცესებს. ცხიმების წვაზე მუშაობს და ახალ ცხიმებს არ წარმოქმნის.
მეცხრე - სიელეის მჟვა. შეიცავს ხორცი და რძის პროდუქტები. იყიდება, როგორც საკვები დანამატი და ცხიმის წვას უწყობს ხელს. ასევე კუნთების შენარჩუნებას უწყობს ხელს.
მეათე - ლიპაზას ინჰიბიტორი, პანკრეასის ფერმენტია, ახდენს მის ბლოკირებას და ცხიმს ვეღრ ინელებს ადამიანი. ჩვეულებრივ განავლის სახით გამოდის“, - გვირჩევს კოტე თოდუა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სცენაზე დაბრუნება...“ - 56 წლის ჯენიფერ ლოპესი ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე გაუჩინარდა – ოჯახი დახმარებას ითხოვს