ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ შეკრულობა საქართველოს მოსახლეობის 20% აწუხებს, რის გამოც ისინი სხვადასხვანაირ მედიკამენტებს იღებენ.
გიორგი ღოღობერიძე ასახელებს 7 ძირითად პროდუქტს, რომლის ყოველდღიური მიღების შემთხვევაშიც აღნიშნული პრობლემა აღარასდროს შეგაწუხებთ:
„საქართველოში შეკრულობა აწუხებს მოსახლეობის 20%. განსაკუთრებით ქალბატონებს, უფროს ასაკოვან ჯგუფს.
რას აკეთებენ ხოლმე იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოიგვარონ? როგორც წესი სვამენ სენას, ბისაკოდილს, ფსილიუმს, ესენი მუშაობს, მაგრამ როგორც კი პაციენტი მათ მიღებას შეწყვეტს, ჩივილები ეგრევე ბრუნდება. რატომ? იმიტომ, რომ მათ არ იციან რით იკვებონ მაშინ, როცა შეკრულობა აწუხებთ.
მე გეტყვი 7 ისეთ პროდუქტს, რომელთა მიღებითაც შეკრულობას წარსულში დატოვებს:
1. ფინიკი - მასში ბოჭკოს შემცველობა 13,5 გრამია.
2. ქლიავი - კარგი საშუალებაა შეკრულობის მარტივად მოსაგვარებლად, რადგან მასში ბოჭკოს შემცველობა 11,8 გრამია.
3. ისპანახი - ბოჭკოს შემცველობა 8 გრამია.
4. ბარდა - ბოჭკოს შემცველობა 7,2 გრამი.
5. ბროკოლი - ბოჭკოს შემცველობა 5 გრამია.
6. მსხალი - ბოჭკოს შემცველობა 4,6 გრამია.
7. ვაშლი - ბოჭკოს შემცველობა 3, 5.
ვაშლი და მსხალი ისე უნდა მიირთვათ, რომ არ გათალოთ, რადგან გარსია, რაც ყველაზე ბევრ ბოჭკოს შეიცავს.
თუ ამ შვიდივე პროდუქტს გამოიყენებ ყოველდღიურობაში გაძლევ პირობას, რომ შეკრულობას წარსულში ჩააბარებ და მედიკამენტების გამოყენება აღარ დაგჭირდება“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ქუჩაც დიდი დოზით იყო მის ცხოვრებაში, დააზიანა კიდეც“ - რას ჰყვება მარინა კაჭარავა