Digest Logo

🎥 სანდრო გოგოხია ასახელებს სამ ყველაზე ცუდ საუზმეს: „თუ არ გინდა, არ ისაუზმო“

1759500462
სანდრო გოგოხია

ჰარვარდისა და სტენფორდის სერტიფიცირებული ნუტრიციოლოგი სანდრო გოგოხია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საუზმის მნიშვნელობაზე საუბრობს და სამ ყველაზე მავნე არჩევანს გამოყოფს

„თუ არ გინდა – არ ისაუზმო. მაგრამ თუ საუზმობ, ისეთი საკვები უნდა მიიღო, რომ არ გშიოდეს და მთელი დღე არ იცმაცუნო“, – ამბობს გოგოხია.

მისი თქმით, ყველაზე ცუდი საუზმე არის:

სიმინდის ფანტელები – მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე სწრაფად მომნელებელი ნახშირწყლები, რომლებიც შიმშილის განცდას მალევე იწვევს;

სოსისი და ძეხვეული – გადამუშავებული ხორცპროდუქტები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანია;

ყავა უამრავი ტკბილი სიროფით და დანამატებით – რაც, მისი განმარტებით, ტკბილეულობით დატვირთულ დესერტს უფრო ჰგავს, ვიდრე სასმელს.

გოგოხიას რეკომენდაციაა, საუზმე იყოს ნოყიერი, დაბალგლიკემიური და მდიდარი ცილებით, რათა დღის განმავლობაში მეტაბოლიზმი სწორად მუშაობდეს და შიმშილის კონტროლი ადვილად მოხდეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი ბავშვობის დივა ქალბატონები“ - ლელა წურწუმია ნინი ბადურაშვილთან და ეკა კახიანთან ერთად აცეკვდა

„შვილის ყოლა არის მშობლების სუფთა წყლის ეგოისტური აქტი...“ - რას წერს ლევან შელეგია

„ცნობიერების შეცვლაზე საუბარი, სულიერი პრაქტიკების გარეშე, უბრალოდ წყლის ნაყვაა...“ - რას წერს თამარ კვარაცხელია