ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში კავშირი ტვინსა და ნაწლავებს შორის დაუჯერებელ კავშირზე საუბრობს.
მისი თქმით, ნაწლავებში 500 მილიონზე მეტი ნეირონია, ისინი ყოველდღე „ესაუბრებიან“ ტვინს და განსაზღვრავენ როგორ გრძნობ თავს, რამდენი ენერგია გაქვს და ზოგჯერ, ბედნიერი ხარ თუ არა:
„თუ ფიქრობ, რომ ტვინი ყველაფრის ბატონია, დროა პატარა საიდუმლო იცოდე:
შენი „მეორე ტვინი” მუცელში ცხოვრობს!
ნაწლავებში 500 მილიონზე მეტი ნეირონია, ისინი ყოველდღე ესაუბრებიან ტვინს და განსაზღვრავენ როგორ გრძნობ თავს, რამდენი ენერგია გაქვს და ზოგჯერ, ბედნიერიც ხარ თუ არა.
დიახ — სეროტონინის 90% იქ გამომუშავდება, სადაც საჭმელი „მოგზაურობს”!. როცა შენი მიკრობიომი ბალანსშია
გონება მკაფიოა, ემოციები სტაბილური და ენერგია იღვიძებს, მაგრამ როცა ის ირღვევა - აღმოცენდება შფოთვა , დეპრესია, ქრონიკული დაღლილობა და „გაყინული” ფიქრები.
აი, რატომაა სწორი კვება არა მხოლოდ სხეულისთვის, არამედ სულისთვისაც. მუცელი და გონება ერთად ქმნიან შენს შინაგან სიმშვიდეს.
როგორ დავეხმაროთ მათ? მეტი ბოჭკო — ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული, მეტი პრობიოტიკი — იოგურტი, კეფირი, მაწონი. ნაკლები სტრესი და საკმარისი ძილი, ნაკლები შაქარი და დამუშავებული პროდუქტი.
როცა ნაწლავები ჯანმრთელია - ტვინიც ბრწყინავს
ეს არის კავშირი, რომელიც ცვლის ცხოვრებას — სიტყვასიტყვით!“, - წერს მამუკა რაშოიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დღე შეიძლება იყოს სველი, მაგრამ გული მყუდრო...“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძისგან