 
        
        მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში საქართველოში მოსალოდნელი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ წერს.
როგორც თავად ამბობს, 11 ოქტომბრის დილამდე, დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან მოსალოდნელია წვიმა:
„დღეს, გვიან დღის ბოლოდან - 11 ოქტომბრის დილამდე, დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ყველგან გაძლიერდება დასავლეთის ქარი, შედარებით აგრილდება.
მიუხედავად იმისა, რომ პროგნოზირებული მეტეოროლოგიური მოვლენა უჩვეულო არ არის, სიფრთხილეა საჭირო იმ აქტივობებთან დაკავშირებით, რომლებზეც შესაძლოა გავლენა იქონიოს მეტეოროლოგიურმა პირობებმა.
დღე შეიძლება იყოს სველი, მაგრამ გული მყუდრო... დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ხვალაც მშვენიერი დღე იქნება“, - წერს კობა ფარტენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
