Digest Logo

🎥 თუ გაწუხებთ თვალის სიწითლე, წვა, ქავილი, ცრემლდენა, მხედველობის გაუარესება - ეს ინფორმაცია შენთვისაა!

1749621386
ზაზა თელია

თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, ხშირად გამოწვეულია ბაქტერიებით და ვირუსებით. თვალები სხეულის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი ორგანოა, ამიტომ ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან გარემო ფაქტორების მიმართ.

სწორედ ამიტომ თვალის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი ხშირად კონუქტივიტით, ჯიბლიბოთი და ქალაზიონით გამოიხატება. ამ მდგომარეობებს სიწითლე, ტკივილი, დისკომფორტი, ქავილი, მხედველობის დაბინდვა ახასიათებს. 

როგორ ვუმკურნალოთ სწრაფად და მარტივად წარმოქმნილ ელემენტებს - ამ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა, მედიცინის დოქტორმა ზაზა თელიამ ისაუბრა:

„ყველაზე ხშირი პრობლემაა კონუქტივიტი, ანუ გამჭვირვალე მემბრანა, რაც ეკვრის ჩვენს თეთრ გარსს, მისი ანთება. ამას იწვევს ინფექცია, ალერგია. 

ინფექციური კონუქტივიტი არის გადამდები, თან ძალიან გადამდები. კონტაქტით, ჰაერწვეთოვანი გზით, ახლო და მჭიდრო კონტაქტით გადადის. სამაკიაჟო საშვალების გაზიარება არ შეიძლება.

კონუქტივიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: წვა, სიწითლე, გამონადენი, ქავილი, ცრემლდენა, მხედველობის გაუარესება, სინათლის შიში“, - ამბობს ზაზა თელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხები იქნება, სიფრთხილეც საჭიროა“ - 11 ივნისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„ახალი საქმის დაწყება ადვილი იქნება, თუმცა მოგვიანებით შეიძლება მოულოდნელი სირთულეები წარმოიშვას“ - 11 ივნისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან