
როგორ ვუმკურნალოთ აკნეს, ჰორმონალური აკნე, გვერდითი ეფექტები, ლაქები, ნაწიბურები - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „ცოდნისმოყვარე პოდკასტი“ დერმატო-ვენეროლოგმა ნათია თოდუამ ისაუბრა:
- რა არის აკნე?
ნათია თოდუა: აკნე არის ქრონიკული ანთებადი დაავადება კანის, რომელსაც იწვევს, ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის ჭარბად გამომუშავება. ცხიმის გამომტანი სადინარი ვეღარ იცლება ცხიმისგან, იბლოკება, გროვდება ცხიმი, მიდის ანთება და მრავლდება აკნეს ბაქტერია. სიმწვავე განისაზღვრება კანზე გამოხატული ბაქტერიებით. შესაძლოა, იყოს დახურული კომედონები, შესაძლოა, იყოს ერთი-ორი ელემენტი.
- მარტივიდან და რთულ აკნემდე
ნათია თოდუა: რთულ შემთხვევებში აკნეს შესაძლოა ჰქონდეს, ცისტა, კისტა. უფრო მსუყე კერები. ძირითადად ჩირქოვანი კერები გვხვდება, სახეზე მხრებზე და ტანზე, რადგან აქ ცხიმოვანი ჯირკვლები მრავლად არის.
ყოველთვის რეკომენდაციის კუთხით სპეციალისტები მოსახლეობას ვურჩევთ გამონაყარის შემჩნევისთანავე მიმართონ დერმატოლოგს. ხშირად ხდება ექიმთან მიმართვიანობა. მარტივი ფორმის დროს შეგვიძლია შევამჩნიოთ სახის დაბანის დროს კანქვეშა ბურთი, რომელსაც გამოსავალი არ აქვს და ვიზუალი იზრდება კანის სიღრმეში. ზოგსაც შესაძლოა, ჰქონდეს პატარა კერა.
- გამონაყარის წვალება
ნათია თოდუა: თინეიჯერობის ასაკში განსაკუთრებით უყვართ გამონაყარის წვალება. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, რადგან იქ არის ბაქტერია. ახასიათებს გამრავლება, შესაბამისად მექანიკური წვალება ხელს უწყობს მის მომრავლებას. მაქსიმალური ნებისყოფით და მოთმინებით უნდა მოვეკიდოთ საკითხს. აუცილებელია რუტინულად მიჰყვეთ ექიმის რეკომენდაციებს.
- აკნე და გენეტიკა
ნათია თოდუა: აკნესთან დამოკიდებულებაში დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას, ძირითადად დედის და მამის ამბავში. ასევე ახლო ნათესავებს. ძალიან ხშირად არის აკნეს მიმართ გენეტიკურად წინასწარ განწყობა. ჰქონდა დედას, მამას, აქვს დას ან ძმას. გენეტიკურად გამოუვლინდა ხოლმე შვილსაც ამიტომ ამის განწყობა არის მაღალი. ხშირად აქვთ ამის მიმართ პროტესტი პაციენტებს და ვერ ხვდებიან რატომ ემართებათ.
- ჰორმონები და აკნე
ნათია თოდუა: თუ გენეტიკური განწყობა არ არის შესაძლოა ზოგადად ცხიმიანი კანის მქონე ადამიანს ჰქონდეს აკნე. აქვე ვიტყვი ჰორმონებთან ურთიერთობაზე. ბევრს აქვს შეკითხვა, რა ანალიზები უნდა გაიკეთონ. ძირითადად კი გავლენა აქვს ანდროგენულ ჰორმონებს. ასევე უნდა გამოირიცხოს საკვერცხეებზე კისტის არსებობა. თუ ჰორმონებში არის ცვლილება და მატება, მაშინ პირდაპირ მოქმედებს ცხიმოვან ჯირკვლებზე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გია მურღულია: „ნამდვილი სიცოცხლე ისაა, რასაც სული და გონება ერთდროულად ხედავენ“