
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
ქადაგებების ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე, მისი ქადაგებიდან მორიგი ამონარიდი გავრცელდა:
„თუ ჩვენ არ გვექნება სინანული, ანუ თუ ჩვენში არ იქნება ეს პროცესი მეტამორფოზისა - ჩვენთვის შეუძლებელია ქრისტე დავინახოთ, როგორც ღმერთი,
იმ სისავსით, რომელი სისავსეც ჩვენ არ გვაქვს, თორემ, გექნება ბოლომდე ნდობა მისი,
ანუ ცოცხალი რწმენა არ გვექნება მანამ - სანამ არ გვექნება სინანული,
და რამდენიმე ფაქტორია, რომ სინანული გვქონდეს,
და აქედან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის საკუთარი თავის რეალური ხედვა,
ანუ - თუ საკუთარ თავს არ დაინახავ, სად ხარ, შეუძლებელი ხდება ამოძრავდე ღმერთის მიმართულებით...“, - აღნიშნულია დეკანოზის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებულ ამონარიდში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ გია მურღულია: „ნამდვილი სიცოცხლე ისაა, რასაც სული და გონება ერთდროულად ხედავენ“