
მწერალმა და ფილოსოფოსმა გია მურღულიამ სოციალურ ქსელში საინტერესო და ფილოსოფიური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ცხოვრების, სიყვარულისა და ადამიანურობის შესახებ საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს.
მისი წერილის მიხედვით, ნამდვილი სიცოცხლე მხოლოდ იმაზეა, რასაც სული, გონება, გული, თვალები და გამოცდილება ერთდროულად ხედავენ.
„ნამდვილი სიცოცხლე მხოლოდ ის არის, რასაც სული, გონება, გული, თვალები და გამოცდილება ერთდროულად ხედავენ.
სიყვარულს, გადარჩენის იმედს, ღირსებასა და ყოფნის პასუხისმგებლობას კი ის ბადებს, რომ ამ ხუთიდან ერთი არასდროს კვდება.
ადამიანურობა ღმერთის ნაწილიანობაა. წარუვალი აზრი და მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, რაც მარადიულით არსებობს. ეს გათენებული დღეც მარადისობისაა.
ისევე, როგორც შენ.
ასე შეხედე საკუთარ თავს და ცხოვრებისეული წვრილმანები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ შენ დათრგუნვას,
დამცირებას და გაბრაზებას, უბედურს ვერასდროს გაგხდიან.
გახსოვდეს ნაწილიანობა!
ის არის შენი პასუხისმგებლობაც და ხსნაც“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ფუტკრის ნაკბენმა ახალგაზრდა კაცი იმსხვერპლა
🎥 „ულამაზესი წყვილი“ - ნოე სულაბერიძე ოჯახთან ერთად თურქეთში ისვენებს