ასტროლოგთა პროგნოზით, ვენერასა და იუპიტერის - ასტროლოგიაში სიკეთისა და იღბლის მომტანი ორი მთავარი პლანეტის კირჩხიბის ნიშანში იშვიათი შეერთების წყალობით, 12 ივნისამდე პერიოდი ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის, შესაძლოა, მიმდინარე წლის ყველაზე წარმატებულ დროდ იქცეს:
კირჩხიბი
თქვენს ნიშანში ამ ორი ყველაზე იღბლიანი პლანეტის ერთდროული ტრანზიტის გამო, ახლა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შინაგანად ანათებთ. თქვენი თვითრწმენა საგრძნობლად იზრდება, რის გამოც გარშემომყოფთა პოზიტიურ ყურადღებას მიიზიდავთ.
ეს პერიოდი თქვენთვის, შესაძლოა, გარდამტეხ ეტაპადაც კი იქცეს. თუმცა, ამ მძლავრი ენერგიის გონივრულად მართვა გმართებთ. როდესაც თავს მწვერვალზე გრძნობთ, სიამოვნების გადაჭარბებულად მიღების რისკი ყოველთვის არსებობს. საკუთარი ძალების სტრატეგიული განაწილება პოზიტიური განწყობის მთელი ზაფხულის განმავლობაში შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
სასწორი
ვინაიდან თქვენს ნიშანს ყველაზე მეტად პლანეტა ვენერა მართავს, მისი ყოველი შეერთება იუპიტერთან თქვენთვის განსაკუთრებულ იღბალთან ასოცირდება. კირჩხიბის ზოდიაქო თქვენს კარიერულ სექტორს განაგებს, ამიტომ 12 ივნისამდე პროფესიულ ცხოვრებაში წლის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი გეწყებათ.
ასტროლოგების ვარაუდით, თვის შუა რიცხვებისთვის, როდესაც ეს იღბლიანი ენერგეტიკული ნაკადი ნელ-ნელა კლებას დაიწყებს, თქვენი გაწეული შრომა საბოლოოდ გამოიღებს ნაყოფს. ეს ყოველივე, შესაძლოა, დაწინაურებით ან კოლეგებისა და ხელმძღვანელობის მხრიდან აღიარებით გამოიხატოს - უახლოესი ორი კვირის განმავლობაში თქვენი ძალისხმევა სრულად ანაზღაურდება.
თხის რქა
თქვენს ცხოვრებაში მთავარ პრიორიტეტად თითქმის ყოველთვის საქმე რჩება, თუმცა ახლა პირადი ურთიერთობებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი დრო დგება. ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, როდესაც პირად ცხოვრებაზე წინ ყოველივე სხვას აყენებდით, კირჩხიბის ნიშანში ვენერასა და იუპიტერის ენერგია იმის რწმენას დაგიბრუნებთ, რომ თქვენი ემოციური მოთხოვნილებების შესაბამისი, ჰარმონიული კავშირის შექმნა შეგიძლიათ.
მსგავსი შინაგანი განწყობა კი ყველაფერს ცვლის. როდესაც მეტ მხარდაჭერასა და აღიარებას გრძნობთ, ქვეცნობიერად იჯერებთ, რომ თქვენთვის შესაფერისი პარტნიორი სამყაროში ნამდვილად არსებობს. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ 12 ივნისამდე აუცილებლად დაქორწინდებით, თუმცა თვის ბოლომდე თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადამიანის გამოჩენა სრულიად მოსალოდნელია.
ვერძი
წლის დასაწყისიდან მოყოლებული, თქვენს ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი ოჯახურ სფეროში, საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა. თუმცა, ამჟამად სიტუაცია დასტაბილურდება და თქვენ წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფაზაში შედიხართ.
ასტროლოგთა დაკვირვებით, ამჟამად თქვენს სახლში გაცილებით მშვიდი და ჰარმონიული ატმოსფერო დაისადგურებს. თქვენ დიდხანს ზრუნავდით სხვებზე, ახლა კი, როგორც იქნა, ამ მზრუნველობასა და თანადგომას გარშემომყოფებისგან საპასუხოდ თავადაც მიიღებთ.
თევზები
ბუნებით უაღრესად შემოქმედებითი ადამიანები ხართ, თუმცა ბოლო დროს, შესაძლოა, შთაგონების ნაკლებობას უჩიოდით. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ სერიოზულ შინაგან ტრანსფორმაციას გადიოდით და თქვენი მთელი ენერგიაც სწორედ ამ პროცესს ხმარდებოდა. ახლა ეს ეტაპი თითქმის დასრულებულია და თქვენთვის წლის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება.
განწყობა საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ და დიდ შემოქმედებით აღმავლობას განიცდით. იქნება ეს ბიზნესი თუ ხელოვნება, თქვენს საქმიანობაში, შესაძლოა, ცხოვრების საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ, რაც დიდ წარმატებას მოგიტანთ.
მორიელი
მორიელებო, 12 ივნისამდე პერიოდში თქვენ წინაშე განსაკუთრებით პოზიტიური ჰორიზონტები იხსნება. ეს ნამდვილად სასიხარულო სიახლეა, რადგან ბოლო დროს ცხოვრება მარტივი დღეებით ნამდვილად არ განებივრებდათ. თუმცა, კირჩხიბის ნიშანში მყოფი ვენერა და იუპიტერი თქვენს საოჯახო სფეროს ბედნიერებას უმზადებენ, რაც სამყაროზე გაცილებით ოპტიმისტური ხედვის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება გლობალურად არ ჟღერდეს, ახლობლებთან თბილი ურთიერთობების მნიშვნელობას ნუ დააკნინებთ. ოჯახის წევრებთან კავშირის გაუმჯობესება მიმდინარე წლის ივნისის თვის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებაში დაგეხმარებათ.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.beaumonde.ge