ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად, არუნ ხათრი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საუბრობს თუ როგორ უნდა მოვუაროთ ცხიმიან თმას და რჩევებს გვიზიარებს.
„ნებისმიერი შამპუნით თავის დაბანის შემდეგ - 1 დიდი სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი უნდა გახსნათ ნახევარ ლიტრა წყალში, დაიმასაჟეთ სკალპი და კარგად დაასველეთ, დატოვეთ 5 წუთი. შემდეგ კი ჩამოიბანეთ კარგად თბილი წყლით.
ასე არ გაგიხდებათ თმა ყოველ დღე დასაბანი და თმა იქნება ბზინვარე და ჯანსაღი“, - გვირჩევს არუნ ხათრი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: