Digest Logo

თუ სიბერის გეშინიათ, მწარე საკვები მიირთვით

1742663399
მწარე საკვები

მწარე საკვები მაღალ არტერიულ წნევას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, დიაბეტსა და კიდევ ბევრ სხვა პრობლემას ებრძვის და უჯრედების დაბერების პროცესს ანელებს. 

შეისწავლეს, თუ როგორ მოქმედებს მწარე ნივთიერება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

კვლევის შედეგები შვეიცარიაში გამომავალ ჟურნალ Foods-ში გამოქვეყნდა.

როგორც იცით, მწარე საკვები ბევრ ადამიანს არ მოსწონს. მეცნიერთა განმარტებით, ამის მიზეზი საკვებში შემავალი მწარე ნივთიერებებია, რომლებიც მწარე რეცეპტორების (26 hTAS2R) სპეციფიკურ უბნებს უკავშირდებიან და ამ გზით სასიგნალო გზებს ააქტიურებენ.

მეცნიერების თქმით, ეს სასიგნალო გზები ქიმიურ ნიშანს ელექტრულად გარდაქმნის, რომელიც შემდეგ ტვინში გადაეცემა და სიმწარის შეგრძნებას იწვევს.

მწარე ნივთიერებებია ძირითადად ალკალოიდები, პოლიფენოლები, ტერპენოიდები და ამინომჟავები. ისინი ისეთ პროდუქტებში გვხვდება, როგორიცაა წიწიბურა, გოგრა, ბოლოკი, ბაბუაწვერა, ლობიო, კაკალი და ყავა.

მწარე ნივთიერებების შემცველი ბუნებრივი პროდუქტების მიღება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და ზემოთ ხსენებული კვლევის თანახმად, ხელს უწყობს ისეთ პრობლემების პრევენციას, როგორიცაა ჰიპერლიპიდემია, მაღალი არტერიული წნევა და ჰიპერგლიკემია.

ამავდროულად, მწარე პროდუქტები ანთებით პროცესებს ებრძვიან და ანტიკანცეროგენულ, ანტიბაქტერიულ და ანტიოქსიდანტურ მოქმედებას ავლენენ.

ექსპერტების აზრით, მწარე ნივთიერებები ანელებენ უჯრედების დაბერებას და ხელს უწყობენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის პრევენციას. გარდა ამისა, მათ შეიძლება ნეიროპროტექტორული ეფექტიც ჰქონდეთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა

🎥 რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ქირურგიულ ჩარევებს და როგორია პოსტოპერაციული რეაბილიტაციის პერიოდი? - სპეციალისტის განმარტება

⭕„გერმანიაში გუბერნატორს მოვეწონე, მაგრამ ანსამბლის ბიჭებმა ახლოს არ გამაკარეს...“ - რას ჰყვება მანანა თოდაძე?

წყარო: funtime.ge