Digest Logo

„გერმანიაში გუბერნატორს მოვეწონე, მაგრამ ანსამბლის ბიჭებმა ახლოს არ გამაკარეს...“ - რას ჰყვება მანანა თოდაძე?

1742645183
მანანა თოდაძე

მომღერალმა მანანა თოდაძემ მსოფლიოში მოგზაურობა მაშინ დაიწყო, როცა ანსამბლ „ივერიის“ წევრი გახდა. გასტროლებმა მას უამრავი კარგი მოგონება და შთაბეჭდილება დაუტოვა, რაზედაც იგი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს:

„ივერიის“ წევრებს ათასი თავგადასავალი გვქონდა. ანსამბლის უსაყვარლესი ბიჭები იმდენად კომფორტულები არიან, გასტროლი სულ სიცილ-ხარხარში გაგვყავდა. შეგრძნება მქონდა, რომ ანსამბლის წევრების, ვახტანგ ტატიშვილის, ნუგზარ კვაშალის, თემურ წიკლაურის და სხვების შვილი ვიყავი. ქორებივით დამტრიალებდნენ თავს და ახლოს არავის მაკარებდნენ, ვინმემ მანანას არ აწყენინოსო.

ერთხელ გერმანიაში ერთ-ერთი ქალაქის გუბერნატორს მოვეწონე, კაცი გადაირია, მაგრამ ჩემი ბიჭები ისე ეჭვიანობდნენ, ის უბედური ახლოს არ გამაკარეს. ვახო ტატიშვილი საოცრად ხუმარა და საყვარელია. ნუგზარს არაჩვეულებრივი იუმორი აქვს. რა არ აქვთ ჩადენილი. ტყუილად არ არის ნათქვამი - ადამიანი მოგზაურობასა და ფულის სესხებაში უნდა გაიცნოო“, - ჰყვება მანანა თოდაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ვხედავდი როგორ დადიოდა ჭია ჩემ თვალებში და ვერავის ვაჯერებდი...“ - რას ჰყვება ქალი, რომელსაც თავის ტვინიდან 15 სანტიმეტრიანი „ღორის სოლიტერი“ ამოუღეს?

🎥 ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა, სტამბოლის ქართული სავანე - რამდენად მნიშვნელოვანია მასში დაცული დოკუმენტები?

🎥 „მსუბუქი ნარკოტიკები“- რა საფრთხეს უქმნის ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ადამიანის ფსიქიკასა და ჯანმრთელობას? - ფსიქიატრის განმარტება