ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.
ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც მხრების ტკივილზე ისაუბრა:
„როცა მხარი გტკივა, უბრალოდ ტკივილი კი არა, შენი ყოველდღიურობა იკლებს.
სიმპტომები:
🦴 ტკივილი მხარში, განსაკუთრებით მოძრაობისას ან საღამოს საათებში
🦴 შებოჭილობა დილით
🦴 მოძრაობის სირთულე (ხელის აწევა, ტანსაცმლის ჩაცმა)
🦴 ხრაშუნის მსგავსი ხმა მოძრაობისას
მკურნალობა:
🔹 ფიზიკური თერაპია — ამცირებს ტკივილს და აუმჯობესებს მოძრაობას
🔹 მედიკამენტები — ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
🔹 თბილი ან ცივი კომპრესები
🔹 ინექციები (ჰიალურონის მჟავა, სტეროიდები) — საჭიროების მიხედვით
🔹 მძიმე შემთხვევებში — ქირურგიული ჩარევა ან სახსრის ენდოპროთეზირება
💡 რჩევა: ნუ დაელოდებით ტკივილის გაძლიერებას — დროული დიაგნოსტიკა და სწორი მართვა მნიშვნელოვნად ამცირებს დისკომფორტს და ინარჩუნებს მოძრაობის თავისუფლებას“, - წერს მამუკა რაშოიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყველაზე სწორი და ეფექტური მიდგომა ნებისმიერი ფობიის დროს...“ - ლევან შელეგიას ვიდეომიმართვა