
იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 64 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს უძილობის შესახებ და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
„უძილობა ერთ-ერთი დიდი პრობლემაა, რომელიც ყოველ მეორე ადამიანს აქვს. ზოგს სათანადოდ ვერ სძინავს, ზოგს ჩაძინება უჭირს და ა.შ. კლასიკურად უძილობა ადამიანების 10%-ს აქვს.
წესები, რაც უნდა იცოდეთ 👇
✔️ არ გამოიყენოთ საწოლი დასასვენებლად, დაწექით მაშინ, როცა გეძინებათ.
✔️ არ გამოიყენოთ ტელეფონი, არ უყუროთ ტელევიზორს, არ იკითხოთ წიგნი. თუ არ გეძინება 20 წთ-ის განმავლობაში ადექი და შემდეგ დაწექი.
✔️ ნეგატიური ფიქრები, რაც გებადებათ ჩაანაცვლეთ ჯანსაღი ფიქრებით.
✔️ ყავა, ნიკოტინი, ალკოჰოლი ან თამბაქო უნდა აირიდო ძილამდე. (ყავის ეფექტი მოქმედებს 6 საათით, ალკოჰოლის მიღება უნდა შეწყვიტოთ 3-4 საათით ადრე დაძინებამდე, თამბაქო დაძინებამდე მინიმუმ 2 საათით ადრე არ მოსწიოთ)
✔️ ვარჯიში, ცეკვა სასურველია დღის განმავლობაში მინიმუმ ნახევარი საათით მაინც, თუმცა ეცადეთ დაძინაბამდე 2 საათი მაინც იყოს შუალედი.
კოტე თოდუა ასევე საზოგადოებას ურჩევს, თუ ზემოთ ჩამოთვლილი წესები არ ეხმარება ძილის მოწესრიგებაში მიიღოს ეს მსუბუქი პრეპარატები 👇
✔️ მელატონინი
✔️ ვალერიანი
✔️ მაგნიუმი
✔️ გლიცინი
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველაზე რთული შვილის გაზრდაა... დღევანდელ ბავშვებს ოცნება აღარ აქვთ“ - ნიკოლოზ წულუკიძე