Digest Logo

უნდა ამოვიღოთ თუ არა პური რაციონიდან სრულად და რა არის პურის დღიური ნორმა? - ქეთი ასათიანის რჩევები

1739016069
 ქეთი ასათიანის რჩევები

ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" ვრცლად საუბრობს, უნდა ამოვიღოთ თუ არა საკვები რაციონიდან პური სრულად. 

იგი გადაცემაში პურის შესახებ სხვა საინტერესო რჩევებს უზიარებს საზოგადოებას, და როგორც აღნიშნავს ჯანმრთელი ადამიანისათვის პურის დღიური ნორმა ინდივიდუალურია.

„ზოგადად, არც ერთი პროდუქტი რაციონიდან სრულად არ უნდა ამოვიღოთ. თუმცა, ზომიერების შეგრძნებამ არ უნდა გვიღალატოს. ძირითადად, პურს წონის კლების მიზნით ელევიან. ეს გეგმა მაქსიმალურად რეალური უნდა იყოს. მერწმუნეთ, საკვები რაციონიდან პურის სრულად გამორიცხვა ხშირ შემთხვევაში, დიდხანს ვერ გასტანს. დროთა განმავლობაში, მისი მირთმევის სურვილი მაინც გვიჩნდება. შესაბამისად, ამდენი ხანი არ მივირთმევთ, შეიძლება შემდგომ ჩვენი თავი ვეღარ გავაკონტროლოთ და საკმაოდ დიდი რაოდენობით მივიღოთ. ეს ერთგვარი ბუმერანგის ეფექტია და ხშირად ნამატიც არ აყოვნებს. ეს მხოლოდ პურზე არ ვრცელდება.

რაც უფრო კალორიულია პროდუქტი, ჯობს, ის დღის პირველ ნახევარში მივირთვათ იმიტომ, რომ ჩვენ შემდგომ ამ კალორიებს აუცილებლად დავწვავთ. თუ პური საკვებ რაციონში დღის მეორე ნახევარში, საღამოს იქნება, კალორიების დაწვა უფრო რთულია. ჩვენთვის სასურველი ნებისმიერი პროდუქტი, თუ ის კალორიულია, დავგეგმოთ ისე, რომ უპირატესად დღის პირველ ნახევარში მივირთვათ.

პურის დღიური ნორმა:

ჯანმრთელი ადამიანისათვის პურის დღიური ნორმა ინდივიდუალურია. თითოეული ჩვენგანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესი, ნივთიერებათა ცვლა აბსოლუტურად ინდივიდუალურია. ენდოკრინოლოგები ჩვენს მაყურებელს, მსმენელს ყოველთვის მოვუწოდებთ, რომ კვების რაციონი მაქსიმალურად დაბალანსებული იყოს. ცილის, სასარგებლო ცხიმის, ნახშირწყლის, ვიტამინების, მინერალების, მიკრო-მაკრო ელემენტები შეძლებისდაგვარად უნდა მივიღოთ იმ პროდუქტისგან, რასაც დღის განმავლობაში მივირთმევთ. აქ პურს თავისი კუთვნილი ადგილი აქვს. პურის შემადგენლობაში შედის: B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, უამრავი სასარგებლო მინერალი, ფოლიუმის მჟავა, თუთია. ეს ძალიან კარგი ნაკრებია, თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ განუსაზღვრელი რაოდენობით მივირთვათ.

თუ განსაზღვრული კერძი უნდა მივირთვათ, 1 ნაჭერი პური რომ მივაყოლოთ, ჯანმრთელობისთვის ის პრობლემას არ შექმნის.

სამწუხაროდ, ხშირად ასეთი გეგმით არ გამოდის. განვსაზღვროთ, რომ, პირობითად, 1 ნაჭერი 25 გრამია. რა უნდა მივირთვათ, იმასაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ 2-3 თხელი ნაჭერი პური რომ იყოს გათვალისწინებული საკვებ რაციონში, ოღონდ არა წიწიბურასთან, კარტოფილთა, ბრინჯთან, მაკარონთან და ვერმიშელთან ერთად, შესაძლებელია“, - ამბობს ქეთი წიქვაძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕იცოდით, რომ კიტრი ბუნებრივად ებრძვის პირის ღრუს უსიამოვნო სუნს? - კიტრის სასარგებლო და უნიკალური თვისებები გიორგი ფხაკაძისგან

🎥 „ნანუკა შენ ჩემი იუმორი არ მოგეწონება, რადგან მე სწორ მხარეს ვხუმრობ, შენ კი არასწორ მხარეს იცინი“ - გიორგი გაბუნია ნანუკა ჟორჟოლიანს

⭕„ლეგენდასთან ერთად“ – ნუცა ბუზალაძე დევიდ ფოსტერთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს