ფსიქოლოგი გიორგი რაზმაძე სოციალურ ქსელში იმ ცალმხრივი ურთიერთობების შესახებ საუბრობს, რომლებიც ადამიანს ემოციურად ფიტავს და საკუთარი თავის დაკარგვამდე მიჰყავს.
სპეციალისტი ასახელებს ძირითად ნიშნებს - მათ შორის პირველი ნაბიჯის ყოველთვის თავად გადადგმას, წყენის დამალვასა და მინიმალური სითბოს გადაჭარბებულ დაფასებას.
რაზმაძის თქმით, ჯანსაღი ურთიერთობა არ უნდა იყოს ბრძოლის ველი, არამედ ის უნდა წარმოადგენდეს უსაფრთხო სივრცეს, სადაც ადამიანს საკუთარი სიმშვიდისა და საჭიროებების გაწირვა არ უწევს:
„ყველაზე მეტად ის ურთიერთობა გფიტავს, რომლის შენარჩუნებასაც მთელი ძალით ცდილობ.
• ყოველთვის შენ იწყებ საუბარს, შერიგებას და პრობლემების მოგვარებას ურთიერთობაში.
• საკუთარ წყენას მალავ, ოღონდ კიდევ ერთი კონფლიქტი არ დაიწყოს.
• მის ყურადღებას ელოდები და მინიმალურ სითბოსაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებ.
• იმედგაცრუების მიუხედავად, საკუთარ თავს არწმუნებ, რომ ყველაფერი გამოსწორდება.
• იმდენად ცდილობ ურთიერთობის გადარჩენას, რომ საკუთარი სიმშვიდე და საჭიროებები გავიწყდება.
რეალურად ურთიერთობა არ უნდა იყოს ბრძოლის ველი, სადაც საკუთარ თავს სწირავ. ის უნდა იყოს სივრცე, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობ“, - წერს გიორგი რაზმაძე.
პოსტის სანახავად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დალეული კოლაგენი პირდაპირ კანში არ გადადის“ - კოტე თოდუა უახლეს კვლევებზე