Digest Logo

ვარგისია თუ არა კონსერვი ვადის გასვლის შემდეგ: 5 მთავარი ნიშანი, როდესაც მისი მიღება სახიფათოა

1793648895
კონსერვი კონსერვი

გამოცემა „PEOPLE“ წერს, რომ სათანადო პირობებში შენახული კონსერვები ხშირად ვადის გასვლიდან თვეების ან წლების შემდეგაც უსაფრთხო რჩება, რადგან ეტიკეტზე მითითებული თარიღები ძირითადად პროდუქტის საუკეთესო ხარისხს და არა მის უსაფრთხოებას განსაზღვრავს.

თუმცა, არსებობს მკაფიო ნიშნები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პროდუქტის მიღება კატეგორიულად იკრძალება.

მთავარი დეტალები და გაფრთხილებები:

შეფუთვის მდგომარეობა და ბაქტერიები: როგორც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და ექსპერტები აღნიშნავენ, კონსერვის უსაფრთხოების მთავარი გარანტი მისი ხელუხლებელი თავფარავია. თუ ქილა ღრმადაა ჩაჭყლეტილი, აქვს გაჟონვის კვალი ან შესიებულია, ეს შესაძლოა ბაქტერიების არსებობაზე მიუთითებდეს.

ჟანგის საფრთხე: ჟანგმა შესაძლოა კონტეინერში მიკროსკოპული ხვრელები გააჩინოს, სადაც ბაქტერიები აღწევენ. მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირული და ადვილად მოსაშორებელი ჟანგი საშიში არაა, სქელი ან შიგნით არსებული ჟანგი პროდუქტის გადაყრის მკაფიო მიზეზია.

სუნი და ტექსტურა: გახსნისთანავე შეამოწმეთ შიგთავსი - უცნაური სუნი ან შეცვლილი ტექსტურა იმის მანიშნებელია, რომ საკვები გაფუჭებულია და მისი გასინჯვაც კი დაუშვებელია.

ექსპერტების რჩევით, თუ ქილის ვიზუალში ან გახსნისას რამე საეჭვოს შეამჩნევთ, უმჯობესია რისკზე არ წახვიდეთ და პროდუქტი გადაყაროთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ტრაგედია ტელევიზიაში: „ელენ დეჯენერესის შოუს“ აღმასრულებელი პროდიუსერი მეთიუ რაიტი 52 წლის ასაკში გარდაიცვალა

⭕ „გაფრთხილდით, რომ პარტნიორებთან იყოთ მოზომილი...“ - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის

⭕„მთელი კოსმოსი ძრწის მის წინაშე“ - წმინდა ბერი გაბრიელის წინასწარმეტყველებები და ახალი ფილმი კინოთეატრებში: რას წერს გიორგი ლობჯანიძე

წყარო: people.com

✕