
პოზიტიური ფსიქოკონსულტატი, არტთერაპევტი ნათია უტიაშვილი სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა სადაც საქმიანობაზე და ურთიერთობებზე ისაუბრა:
„ჩემს თერაპიებში ვსაუბრობთ ემოციურ ინტელექტზე, ვსაუბრობთ ბედნიერებაზე, თვითმოტივაციაზე. ჩვენი პროფესია მუშაობს ყველანაირ აშლილობებზე ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ეს შესაძლოა იყოს ბავშვობის ფობიები, ტრავმები, თვითშეფასება და საკუთარი თავის მიმღებლობა. ქცევები, რომლებიც ოჯახიდან მოდის. როდესაც მოდის კლიენტი, რეალურად ვიკვლევთ როგორ უნდა მივუდგეთ. მათ ვეხმარებით იცხოვრონ აწმყოში, აქ და ახლა შექმნან საკუთარი მომავალი“, - ჰყვება ნათია უტიაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძირითადად ურთიერთობებში ყველაზე ხშირი პრობლემა არის ღალატი...“ - რას ჰყვება ურთიერთობების ქოუჩი