
იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 59 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც იმ ვიტამინები შესახებ საუბრობს, რომელიც წონაში მატებას ან წონაში კლებას იწვევენ.
„ვიტამინები ნაკლებად არის დაკავშირებული წონის მატებასთან, უმეტესად ეს არის ადამიანის სუბიექტური აღქმები. წონაში მატებას არ იწვევს ვიტამინების მიღება, ამას იწვევს მეტი ჭამა.
თუმცა არის რამდენიმე ვიტამინი, რაც იწვევს წონაში მატებას ეს არის:
B 12 - თუ ადამიანს აქვს მისი დეფიციტი იკლებს წონაში, ასევე თუთიის დეფიციტი, ხოლო როცა ამ ვიტამინების მიღებას დაიწყებს შეიძლება ადამიანს მადა გაძლიერდეს.
b 3 ვიტამინი იწვევს წონაში მატებას, ბავშვებში კი A ვიტამინის დეფიციტია დაკავშირებული წონაში მატებასთან და არა მისი მიღება.
ხოლო ვიტამინები, რომელიც ეხმარება წონაში კლებას ესენია - D ვიტამინი, C ვიტამინი..
თუმცა საბოლოო ჯამში შეგიძლიათ იყოთ მშვიდად ვინც ვიტამინებს იღებთ, რადგან ერთეული ვიტამინებია, რომელიც იწვევს წონაში მატებას და როცა ვიტამინს დიდი დოზით მიიღებთ“, - ამბობს კოტე თოდუა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩვენი გუნდი ბევრად წინ არის, აქედან გამომდინარე დამაჯერებლად კარგად უნდა მოვიგოთ“ - დიმა ობოლაძე