Digest Logo

🎥 „ჩვენი გუნდი ბევრად წინ არის, აქედან გამომდინარე დამაჯერებლად კარგად უნდა მოვიგოთ“ - დიმა ობოლაძე

1742722277
დიმა ობოლაძე

23 მარტს, „დინამო არენაზე“ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრებს კაპიტანი გურამ კაშია და ერთ-ერთი ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია უბრუნდებიან, რომლებმაც ერევანში შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.

„ჯვაროსნებს“ თბილისში ლუკა ლოჩოშვილი ვერ დაეხმარება, რომელმაც ერევანში ტრავმა მიიღო. მართალია, დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა, მაგრამ მწვრთნელები მის თამაშს მაინც ერიდებიან და ლუკას დასვენების შესაძლებლობას მისცემენ.

გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ სპორტული ჟურნალისტი და კომენტატორი დიმა ობოლაძე საქართველოს ნაკრების შესახებ საუბრობს. 

„ჩვენი გუნდი ბევრად წინ არის, აქედან გამომდინარე დამაჯერებლად კარგად უნდა მოვიგოთ, რადგან ჩვენ ვართ ბ დივიზიონის გუნდი. 

მთელ სტადიონზე სომხეთში ქართველები იყო, აქ კი წარმომიდგენია რა იქნება, რადგან ბილეთები სწრაფად გაიყიდა. 

ეს თამაში იყო ისეთი, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდით“, - ამბობს დიმა ობოლაძე.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „საოცრებებს ჩადიხართ და ეს სიკეთე არ დაიკარგება“ - თურქმა ექიმმა კიდევ ერთ ქართველს უსასყიდლოდ გაუკეთა ოპერაცია

⭕ რატომ შეუქმნა მზია გეწაძეს პოპულარობამ პრობლემები და როგორ დააყაჩაღეს იგი? - „24 წელი ვიმუშავე რესტორანში და ასეთი შემთხვევათა არ მქონია“

🎥 „მოდით ავხადოთ ფარდა ყველაფერს... მივხვდი, რომ ეს ის ადამიანია, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა მყავდეს“ - მარიამ შენგელია რჩეულზე