Digest Logo

🎥 „ვთხოვოთ, გვაჩვენოს კბილები“: როგორ ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები? - თამარ დაუსის განმარტება

1791284787
თამარ დაუსის

ინსულტი არის თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა, რის შედეგადაც ტვინის უჯრედები ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გარეშე რჩებიან და იღუპებიან.

არსებობს ორი ძირითადი ტიპი:

იშემიური ინსულტი - ვითარდება, როდესაც სისხლძარღვი თრომბით იხშობა და ტვინი სათანადო სისხლს ვეღარ იღებს. ეს ყველაზე ხშირი ფორმაა.

ჰემორაგიული ინსულტი - ვითარდება მაღალი წნევის გამო სისხლძარღვის გაწყვეტისა და ტვინში სისხლჩაქცევის დროს. 

როგორ ამოვიცნოთ ინსულტის ნიშნები? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ ექთანმა თამარ დაუსიმ ისაუბრა:

„ინსულტი არის ასე, რომ „ცოტა ხანი“, „აბა ტილო“, „აბა, ცხელი აბაზანა“, „აბა, შხაპი“, „აბა, მეზობელს ამან უშველა“ და დრო გადის.

არადა ტვინი ბევრად უფრო მოწყვლადია უჟანგბადობის მიმართ, შესაბამისად, დრო ძალიან ცოტა გვაქვს. 

რა გავაკეთოთ და რას დავაკვირდეთ? 

პირველი, ვთხოვოთ, გვაჩვენოს კბილები. 

თუ დაკრიჭა, გაიღიმა და არ ჩამორჩება ცალი მხარე, ანუ ასწია ტუჩის ერთი მხარე და მეორე ვერ ასწია, ეს საგანგაშო ნიშანია.

მეორე, დახუჭოს თვალები, ხელები ამოაბრუნოს და ასწიოს ზემოთ.

თუ ერთი ხელი ჩამორჩება, საგანგაშო ნიშანია.

მესამე, ვთხოვოთ, გაიმეოროს მარტივი წინადადება. 

მაგალითად, „გარეთ კარგი ამინდია“ - თუ ამ სიტყვებს ურევს, ან ვერ იმეორებს, გაუჭირდა გამეორება, ესეც მესამე საგანგაშო ნიშანია. 

ასეთ დროს ვურჩევდი, პაციენტი გადაიყვანონ საავადმყოფოში სწრაფად“, - ამბობს თამარ დაუსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„კუჭი სავსე მაქვს, მაგრამ საჭმელზე მაინც ვფიქრობ“ - რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმ მომენტში, როცა ჭამის ძლიერი სურვილი ჩნდება?

⭕რომელ ნიშნებს ეწყებათ მაგნიტური მიზიდულობისა და ვნებიანი საუბრების პერიოდი?

⭕სილამაზის და ჯანმრთელობის კალენდარი ოქტომბერში - ეკა კვარაცხელიას რეკომენდაციები

✕