Digest Logo

„ყველა ინგრედიენტს თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს...“ - როგორ ღებავს სააღდგომო კვერცხებს ლევან კობიაშვილი

1775805139
ლევან კობიაშვილი

„მასტერშეფის“ ჟიურის წევრი, შეფ ლევან კობიაშვილი საზოგადოებას უზიარებს სააღდგომო კვერცხების შეღებვის მეთოდს.

დაგვჭირდება: ენდრო, ხახვის ფოჩები, მარილი და ძმარი.

ქვაბში ჩავჭყლიტოთ ენდრო (დაჭყლეტვა უკეთესია, რადგან ნახარშში ფერი კარგად გაჯდება), დავამატოთ ხახვის ფოჩები, შემდეგ წყალი და ძმარი.

ყველა ინგრედიენტს თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. მაგალითად: ძმარს კარგად გამოაქვს ფერი, მარილი კი იმისათვის გვჭირდება, ჩაწყობის დრო კვერცხი რომ არ დაგვისკდეს. ადუღების შემდეგ, საჭიროა ნახარშის გაციება.

შემდეგ ეტაპზე, შემოვდგათ ისევ ცეცხლზე, ავადუღოთ და ჩავაწყოთ კვერცხები. წითლად შეღებილ კვერცხებს, მოვუსვათ ზეთი სიპრიალისთვის და აქვე პატარა რჩევა: ჯობს შევღებოთ სოფლის კვერცხი, რადგან ნაჭუჭი უფრო სქელი აქვს და შესაბამისად, მარტივად არ სკდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ გავიგოთ, რა არის თქვენი ამოცანა/მისია გვარში და როგორ ხდება სულის მატერიალიზაცია კონკრეტულ ოჯახში? - რას წერს ასტროლოგი

⭕„დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ უერთდებით სამყაროს ენერგეტიკულ ქსელს“ - ვენერას რიტუალი, რომელიც პარასკევს უნდა გააკეთოთ

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით