თავის ტკივილი ფართოდ გავრცელებული სიმპტომია, რომელიც კონკრეტულ მომენტებში/პერიოდებში ყველას აწუხებს.
ხშირად, თავის ტკივილი ხანმოკლე და მსუბუქია, მაგრამ ხანდახან მას ხანგრძლივი ხასიათი აქვს, რაც ჩვენს ფსიქიკასა და ყოველდღიურობაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.
არსებობს რამდენიმე სახის თავის ტკივილი, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით, როგორებიცაა: გარემო, წამლები, რომლებსაც ვიღებთ, ფიზიკური აქტივობა და ა.შ.
თავის ტკივილის საერთო მიზეზები
თავის ტკივილი პირველადი ან მეორადი მიზეზებითაა ხოლმე გამოწვეული. პირველადი თავის ტკივილი, როგორიცაა შაკიკი ან თავის დაძაბვით გამოწვეული თავის ტკივილი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თავის ტკივილია, რომელიც ადამიანებს სამედიცინო მკურნალობისკენ უბიძგებს. მსგავსი რამ ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიარდ ადამიანს აწუხებს.
ამ ტიპის თავის ტკივილი არათუ რაიმე დაავადების სიმპტომია, არამედ თავად დაავადებაა.
ხშირად, ამ ტიპის თავის ტკივილებს სტრესი და ძილის რეჟიმის დარღვევა იწვევს.
მეორადი თავის ტკივილი ვლინდება, როგორც ჯანმრთელობის სხვა დარღვევების სიმპტომი. ეს დარღვევები/დაავადებებია:
- ინფექცია
- მედიკამენტების გადაჭარბებული გამოყენება
- სისხლის მაღალი წნევა
- ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები
- თავის დაზიანება ან ტრავმა
- ინსულტი
- სიმსივნე
- ნერვული დარღვევები
- სინუსის შეშუპება
თავის ტკივილის ტიპები
თავის დაძაბვით გამოწვეული თავის ტკივილი - TTH იწვევს თავის ტკივილს, რომელიც, ძირითადად, თავის ორივე მხარესა და თავის ქალას წინა და უკანა მხარეზე ვრცელდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დროს, უმეტესწილად, მთლიანი თავი გვტკივა. ასეთ დროს ტკივილი მსუბუქიდან ზომიერამდეა და ის არ ძლიერდება ყოველდღიური ფიზიკური აქტივობით.
კლასტერული თავის ტკივილი - ეს ტკივილი იშვიათია, რომელიც გავლენას ახდენს მოსახლეობის 1 პროცენტზე. ასეთ დროს თავი მთელი დღის განმავლობაში გვტკივა. ტკივილი ჩვეულებრივ ფოკუსირებულია ერთი თვალის გარშემო, რაც იწვევს ცრემლდენას და სიწითლეს.
მედიკამენტების გადაჭარბებული გამოყენებით გამოწვეული თავის ტკივილი (MOH) - ეს მდგომარეობა განიხილება მეორადი თავის ტკივილის დარღვევად. MOH ასევე ზოგჯერ აღწერილია, როგორც "მობრუნებული თავის ტკივილი" ან „წამლის მოხსნის თავის ტკივილი“. MOH-ის ერთ-ერთი მახასიათებელია ტკივილგამაყუჩებლების მიღება თვეში მინიმუმ 10 დღე 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.
ახალი ყოველდღიური მუდმივი თავის ტკივილი (NDPH) - ეს არის უეცარი თავის ტკივილი, რომელიც არ ჩერდება 24 საათის განმავლობაში და მეორდება თითქმის ყოველდღიურად. მიუხედავად იმისა, რომ ეს მდგომარეობა არც ისე ხშირია, როგორც ზოგიერთი სხვა სახის თავის ტკივილი, მან შეიძლება გამოიწვიოს გონების დახშობა და გავლენა მოახდინოს თქვენი ცხოვრების ხარისხზე.
ვარჯიშით გამოწვეული თავის ტკივილი - ეს არის პირველადი თავის ტკივილის ტიპი, რომელიც ვარჯიშის დროს ვითარდება მაშინ, როცა დაძაბულ აქტივობებს მიმართავთ.
Hemicrania continua - ეს არის ქრონიკული და მუდმივი თავის ტკივილი, რომელიც ყოველთვის გვხვდება სახისა და თავის ერთ მხარეს. გარდა ამისა, ამ მდგომარეობის მქონე ადამიანებს შეიძლება, პერიდული ძლიერი ტკივილები ჰქონდეთ, ვიდრე მუდმივი სახის ტკივილები.
თავის ტკივილი ორსულობისას - 2021 წლის კვლევების მიმოხილვამ დაადგინა, რომ ორსულთა 10-დან 17 პროცენტი განიცდის პირველად თავის ტკივილს. ეს კი გამოწვეულია თანამდევი სტრესითა და მნიშვნელოვანი ჰორმონალური ცვლილებებით.
შაკიკი - ეს არის თავის ტკივილის პირველადი სახეობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში უწყვეტია. ჩვეულებრივ, ტკივილი ინტენსიურია და თავის მხოლოდ ერთ მიდამოში იჩენს თავს.
როდის უნდა მიმართო ექიმს
თუკი გაქვს თავის ტკივილის სიმპტომები თვეში სამჯერ ან მეტჯერ, უკვე დროა, ექიმს მიმართო. ასევე, განიხილე პროფილაქტიკური მკურნალობა, თუ თავის ტკივილი გავლენას ახდენს შენი ცხოვრების ხარისხზე ან იწვევს დამატებით პრობლემებს, როგორიცაა სტრესი, დეპრესია ან სხვა შეშფოთება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ „თიკა არის ჩემთვის ქალის ეტალონი“ - ტელეწამყვანის ახალი ფოტოები, რომელიც სოცქსელს იპყრობს
წყარო: ekimo.ge