Digest Logo

„ყველას მეგობარი, საბოლოოდ არავის მეგობარი არ არის...“ - ლევან შელეგია

1771315378
;ევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი „ფეისბუკზე“ მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც თემაზე: „ყველაზე მნიშვნელოვანი პოსტების ათეულიდან“.

„ყველას მეგობარი საბოლოოდ არავის მეგობარი არ არის.

ეს ალბათ არისტოტელეს ნათქვამია და მას არანაირად არ დაუკარგავს სიზუსტე და აქტუალურობა ათასწლეულების შემდეგაც.

მე. პირადად, ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც ყველას მეგობრები, ყველასთან ახლოს არიან. უფრო პირდაპირ - ძალიან არ „მევასება“ ეს კატეგორია და ახლოს არ ვიკარებ.

ზოგი ამას დიპლომატიას ეძახის, ზოგი პრაგმატიზმს, ზოგი სიჭკვიანეს და ასე შემდეგ.

ჩემთვის ეს, საუკეთესო ვარიანტში, არასაკმარისად განვითარებული მე-ს და გაუმყარებელი იდენტობის სიმპტომია.

ხშირად კი უბრალოდ სიყალბე, ნაკვები ზედაპირული და გამთვლელი ამბიციებით.

თუ ვინმეს არ მოვწონვართ, ეს ძალიან ნორმალურია და კარგიც, ჯანმრთელიც.

თუ ყველა ჩვენს აზრს არ იზიარებს, ესეც ძალიან ბუნებრივია და ჩვენში განვითარებულ ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს.

თუ ზოგ ადამიანს უკეთ ვუგებთ, ვიდრე სხვებს - ესეც.

თუ ზოგი ადამიანი საერთოდ არ გვსიამოვნებს, ესეც სრულიად ჯანსაღი ფსიქიკის ნიშანია.

დრო მიდის შეუქცევადად. მისი გაფლანგვა ზერელე, არასასიამოვნო ადამიანებთან ნამდვილად ცუდი იდეაა.

ყველა კვლევა მიდის ერთ შედეგამდე: ცხოვრების ხარისხს და ბედნიერებას ყველაზე მეტად განსაზღვრავს ჩვენი სოციალური ურთიერთობები. რაც უკეთესი, გულწრფელი, უბოროტო, ერთგული ხალხი გვყავს გულებში და გარშემო, მით უფრო მაღალია ბედნიერების ინდექსი და გრძელი თავად სიცოცხლე.

ადამიანები ჩვენს გარშემო სტატისტიკური სიმტკიცით წყვეტენ, რამდენი წლით მეტს თუ ნაკლებს ვიცოცხლებთ!
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“, - წერს ლევან შელეგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით ზურაბ ჟვანიას შვილზე ძებნა გამოცხადდა

🎥 პროკურატურა: ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ძმებ კაკულიებს ბრალი დაუმძიმდათ

⭕„თუ ეს მოხდება, სიკვდილის არათუ შეგვეშინდება — იგი მოსაძიებელი გახდება“ - თეოდორე გიგნაძე