ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა თემაზე სასარგებლო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.
ამჯერად მან ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც გვირჩევს თუ როგორი წყალი უნდა დავლიოთ დილაობით.
„როგორი წყალი უნდა დავლიოთ დილაობით
ყველამ იცის, რომ დილას, უზმოზე 1 ჭიქა წყლის დალევა სასარგებლოა. თუმცა, ის არ იციან, რამდენია წყლის სწორი ტემპერატურა.
კი, გრილი წყალი უფრო გვაფხიზლებს და გემრიელადაც გვეჩვენება. თუმცა, ყველაზე დიდი სარგებელი მოაქვს თბილ წყალს, რომელიც დაახლოებით 30 °C-მდეა გამთბარი. გეტყვით, თუ რატომ უნდა შემოიღოთ ეს ჩვევა:
უმჯობესდება საკვების მონელების პროცესი
აჩქარდება ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესი
გაძლიერდება იმუნიტეტი
გაუმჯობესდება თირკმლებისა და შარდგამომყოფი სისტემის მუშაობა
უმჯობესდება კანისა და თმის მდგომარეობა
უმჯობესდება განწყობა
იცოდეთ, რომ ჩვენი ორგანიზმის რეგენერაცია შეუძლებელია წყლის საკმარისი რაოდენობის მიღების გარეშე. გაუწყლოება ხელს უშლის სიცოცხლისთვის საჭირო ყველა პროცესის მიმდინარეობას და აუარესებს ადამიანის ზოგად მდგომარეობას.
წყალი ჩვენს სხეულში ქიმიურ რეაქციათა უდიდეს ნაწილში მონაწილეობს. დაფიქრდით: იქნებ, უბრალოდ ნაკლებ სითხეს მოიხმართ?
არც ყავა, არც ჩაი და არც წვენი, მხოლოდ სუფთა წყლის რაოდენობაა დასათვლელი.
სიმართლე რომ გითხრათ, მე ვერ წარმომიდგენია დღის დასაწყისი ჭიქა წყლის გარეშე. ყავასავით მაფხიზლებს. მაშინვე ვგრძნობ, რომ ორგანიზმი აქტიურდება, ყველა პროცესი იწყება, საკვების მომნელებელი სისტემა მუშავდება.
თქვენ სვამთ დილაობით წყალს? უკვე შენიშნეთ დადებითი ცვლილებები?“, - წერს მამუკა რაშოიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„არასასიკეთოა მკურნალობის დაწყება ან ავადმყოფების მონახულება“ - 18 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი
🎥 გაჭირვებული ოჯახი, ფარული სიკეთეები და ქორწილის უცნობი დეტალები - ბიძინა ივანიშვილი იუბილარია