
მიუხედავად იმისა, რომ წელიწადის ეს დრო ყველაზე მეტად აღძრავს თავისუფლებისა და დასვენების სურვილს, ზაფხულში ორსულობა სერიოზული გამოწვევაა. როგორ უნდა გაუფრთხილდეს თავს ორსული ყველაზე ცხელ დღეებში? ამ და სხვა კითხვებზე პასუხები გადაცემაში „შუადღე“ გინეკოლოგმა, „გაგუას კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა დავით გაგუამ გასცა:
„ზაფხული არის სეზონი, როცა ყველაზე მეტად წუხს ორსული. რისკი არის მზეზე ყოფნა და გადახურება.
დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში მზეზე არ უნდა მოხვდნენ ორსულები, უნდა გამოიყენონ დამცავი საშუალებები, ქუდი, კრემები და მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი.
ჩაიცვით მსუბუქი, ბუნებრივი მატერიისგან დამზადებული ტანსაცმელი.
დარჩით ჩრდილში და მოერიდეთ დიდხანს დგომას, ჯდომას ერთ პოზიციაში.
მიირთვით მსუბუქი საკვები და მოერიდეთ ცხიმიან საკვებს“, - ამბობს ექიმი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გოგირდი არ შველის...“ - როგორ მოვიქცეთ, თუ გველს შევხვდებით, შოთა ზანდუკელის რეკომენდაციები
⭕„ყველაფერი უხდება ამ საოცარ გოგოს“ - ნახეთ ანუკი არეშიძის ახალი ფოტოები