Digest Logo

🎥 „გოგირდი არ შველის...“ - როგორ მოვიქცეთ, თუ გველს შევხვდებით, შოთა ზანდუკელის რეკომენდაციები

1751296878
შოთა ზანდუკრლელი

ყოველ წელს, როცა გაზაფხული დგება, სითბო იმატებს, იღვიძებს ბუნება და იღვიძებენ დაძინებული ქვეწარმავლებიც - გველის გაღვიძება დამოკიდებულია გარემო პირობებზე, ანუ ტემპერატურაზე.

რაც უფრო მაღლა ადის ტემპერატურა, უფრო ხშირია ადამიანებთან შეხვედრა, რადგან გველები უკვე გრილი ადგილებისკენ მიიწევენ, სადაც უფრო შეაფარებენ თავს. გადამეტებული სიცხე გველს კლავს, ამიტომ ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც გრილა: სარდაფი, სადარბაზო და ა.შ.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეწარმავლების სეზონი უკვე დაიწყო.

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გველს გადავეყრებით? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შუადღე“ ჰერპეტოლოგმა შოთა ზანდუკელმა ისაუბრა:

„გოგირდი არ შველის. 

შეხვედრისას არ უნდა გავეკაროთ, არ უნდა გავაგრძელოთ მისი მიმართულებით სვლა, აუცილებლად უნდა ავუაროთ გვერდი. 

რა მიმართულებითაც გველი წავა, იქით არ უნდა წავიდეთ, რადგან შეიძლება ის სადღაც ბალახში ჩაეხვა, ფიქრობს, რომ დაცულია და როცა გაივლით, ფეხის დადგმაზე გიკბენთ. 

არ უნდა ეცადოთ მის დაჭერას, მოკვლას, გაღიზიანებას“, - ამბობს შოთა ზანდუკელი. 

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

ასევე დაგაინტერესებთ:

„ყველაფერი უხდება ამ საოცარ გოგოს“ - ნახეთ ანუკი არეშიძის ახალი ფოტოები

„რაც გააკეთა ფასდაუდებელია და ამაშიც დიდი მადლობა ეკუთვნის...“ - რას წერს გოგა ჩანადირი მერაბ დვალიშვილზე

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ