Digest Logo

„რაც გააკეთა ფასდაუდებელია და ამაშიც დიდი მადლობა ეკუთვნის...“ - რას წერს გოგა ჩანადირი მერაბ დვალიშვილზე

1751295425
გოგა ჩანადირი

34 წლის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი 8 ივნისს ამერიკელი შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ დაიცვა. დვალიშვილი საქართველოში 10-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა და ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხე შემოიარა. 

მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში იმყოფება ცნობილი ჟურნალისტი ნინა მარია დანიელე, რომელიც „ნინა დრამა“-ს სახელითაა სოცქსელში ცნობილი, იგი UFC-ის სპორტული ჟურნალისტია, რომელიც MMA-ს შე­სა­ხებ გასართობ კონტენტს ქმნის. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი პოსტს ავრცელებს და მერაბს მადლობას უხდის:

„საოცარი ქართველია მერაბ დვალიშვილი.

გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მებრძოლი სპორტსმენია, ჩვენი ქვეყნის ელჩია მილიონობით აუდიტორიის წინაშე.

ჩემპიონის ქამრის მესამედ მოგების შემდეგ, თბილისში გავლენიან ნინა „დრამასთან“ ერთად ჩამოვიდა. „აჭარაბეთმა“ შესანიშნავად უმასპინძლა, თბილისის გასაცნობად მეგზურობა ალექსანდრე გიორგიძემ გაუწია.

შემოიარეს საქართველო, სოცქსელებში ყოველდღე აქვეყნებდნენ ფოტო-ვიდეო მასალებს უამრავ ადამიანს შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ.

რაც მერაბმა საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად გააკეთა, ფასდაუდებელია და ამაშიც დიდი მადლობა ეკუთვნის.

ასევე ყველას მადლობა, ვინც მას ამ საქმეში ხელი შეუწყო“, - წერს გოგა ჩანადირი.

ასევე დაგაინტერესებთ:

რომელი დღეები იქნება მიმდინარე კვირაში ყველაზე იღბლიანი და წარმატებული და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ

პორნოზე შეტყუება, ქმრის გადაყვარება და ბრძოლა მძიმე სენთან - ეთერ კაკულიას გარდაცვალებიდან 10 წელი გავიდა

„საოცრება გოგო, გიხდება ორსულობა“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს ავრცელებს