ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე.
იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს. მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს.
ამჯერად იგი საზოგადოებას - ყურის სწორ გაწმენდასთან დაკავშირებით უზიარებს რჩევებს.
„სამი ადგილია, საიდანაც ვირუსი შედის ჩვენ ორგანიზმში - ყელი, ყური და ცხვირი.
ყურის ხშირი გაწმენდა ე.წ. ყურის ჩხირით არის საშინელება, ეს სხვა რამისთვის არის და არა ყურისთვის. ყველა ბანაობის შემდეგ ყურის გაწმენდაც არ არის აუცილებელი, იგი ერთის მხრივ იცავს ორგანიზმს არ შევიდეს ვირუსი ყურისგან.
ყურის გასაწმენდად გამოიყენეთ - წყალბადის ზეჟანგი 3 %-იანი, 2 წვეთი ჩაიწვეთეთ ყურში 2-3 წუთით დატოვეთ და შემდეგ კი გარეთ გამოუშვით.
თუ გაქვთ ინფექცია, მაშინ ზეითუნის ზეთში 1 კბილი ნიორი დაჭერით, გააცხელეთ ეს ზეთი, შემდეგ რომ გაცვდება 2- 3 წვეთი ჩაიწვეთ ყურში“, - ამბობს არუნი.
უფრო ვრცლად, უსმინეთ ვიდეო რჩევას:
მეტი საინტერესო ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე და გამოიწერეთ მისი არხი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ