Digest Logo

11 წლიანი ოცნება ასრულდა - საქართველოს საზღვაო ისტორიაში პირველი ქართველი ქალი კაპიტნის ცხოვრების ახალი ფურცელი და მთავარი მოტივაცია

1769886585
პირველი ქართველი ქალი კაპიტანი

11 წლიანი ოცნება ასრულდა - საქართველოს საზღვაო ისტორიაში პირველი ქართველი ქალი კაპიტანი ახლა უკვე ეკიპაჟს უხელმძღვანელებს და გემის მართვას ოფიციალურად გადაიბარებს.

ნათია ლაბაძე ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებულია. მისი პროფესიული გზა 2015 წელს კადეტობიდან დაიწყო. ამჟამად კონტეინერმზიდ გემზე კაპიტნის თანაშემწედ მუშაობს და საპასუხისმგებლო საქმის ჩასაბარებლად ემზადება.

მთავარი მოტივაცია იყო სურვილი, გამხდარიყო გემის კაპიტანი და ცხოვრების ძირითადი ნაწილი შორეულ მოგზაურობაში გაეტარებინა. მთავარი გულშემატკივრები ოჯახის წევრები იყვნენ.

მისი წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯები ყველაზე კარგად პროფესორ - მასწავლებლებს ახსოვთ. ამბობენ, რომ ეს არა მხოლოდ უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის საამაყოა, რადგან მსოფლიო პრაქტიკით, გახდე "კაპიტანი ქალი" იშვიათია, წოდების მოპოვება კი - რთული.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში 130 სერტიფიცირებული ქალი მეზღვაურია.

10 მეზღვაურის პოზიციაზეა. ნაწილი ახლა შორეულ ნაოსნობაში იმყოფება. 120 კი საკრუიზო გემებზე მუშაობს.

წინ გამოწვევები და დიდი მიზნებია - პირველი ქართველი ქალი კაპიტანი უკვე მზად არის გემზე უმაღლესი თანამდებობა დაიკავოს და მისი ცხოვრების ახალი ფურცელი, ახალი თავგადასავლებით დაიწყოს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ტკბილი მეგობრები და ტკბილი ხმები“ - თიკა ფაცაციას და აჩიკო სოლოღაშვილის არაჩვეულებრივი შესრულება

⭕„წლებზე მეტად ასაკს აზროვნება განსაზღვრავს - ახალგაზრდა ის არის, ვისი ფიქრიც არასდროს ბერდება“ - გია მურღულია

⭕„თქვენ დაასრულეთ რთული ეტაპი, გაიარეთ გაკვეთილები და ახლა დგახართ გამარჯვებული“ - 31 იანვრის ტაროლოგიური პროგნოზი

წყარო: rustavi2.ge