Digest Logo

🎥 „1 221 სკოლაში დირექტორის ადგილი არის ვაკანტური“ - რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებმა?

1709041159
სამტრედია სკოლა

სკოლის დირექტორებისთვის ცვლილებები იწყება.

რა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ საჯარო სკოლების დირექტორობის კანდიდატებმა?

ამ საკითხებზე გადაცემა „იმედის დღეში“ განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, 19 თებერვლიდან - 29 თებერვლის ჩათვლით, გამოცხადებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორების კონკურსი, სადაც მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს არის კონკურსი, რომელიც შეიცვალა სერტიფიცირებით, რომელიც ცალკე ნიშნავდა ტესტირება და გასაუბრებას, ხოლო ამის შემდეგ თუ მოიპოვებდი სერტიფიცირებას, კომისია დაგავალებდა რამდენიმე სკოლის შესახებ ხედვის მომზადებას“, - ამბობს თამარ მახარაშვილი 

დღეს 1 221 სკოლაში დირექტორის ადგილი არის ვაკანტური, ამ სკოლებში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები არიან. 

„ამ ტესტირების შემდეგ მის ფაქტობრივ ცოდნას გასაუბრებით აღარ ვამოწმებთ, ტესტი ისეა შედგენილი, რომ მის ცოდნას ის დადებს. ხედვა და გასაუბრება ძალაში რჩება“, - ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ქუთაისში მამაკაცი, რომელსაც გულისცემა აღარ აღენიშნებოდა და პულსი არ ჰქონდა, სასწრაფოს ჯგუფმა გადაარჩინა

⭕„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - როგორ ულოცავს ანუკი არეშიძე კახა კალაძეს იუბილეს

🎥 „7-ჯერ არის დვალიშვილი ნასამართლევი მაღაზიის ქურდობაზე“- ხურციძე-დვალიშვილის სკანდალი გრძელდება