Digest Logo

🎥 „7-ჯერ არის დვალიშვილი ნასამართლევი მაღაზიის ქურდობაზე“- ხურციძე-დვალიშვილის სკანდალი გრძელდება

1709038570
ავთანდილ ხურციძე

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც წერდა რომ ყველა მის მიმართ გაჟღერებული ბრალდება სიცრუეა, რაც ეხება ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის საქმეს, რომელიც სასჯელს იხდიდა.

დვალიშვილის თქმით, არასდროს, არავის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია და არც სასამართლოში ყოფილა მოწმე.

მანამდე, ავთანდილ ხურციძემ „ტიკ-ტოკ“-ზე გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც თქვა, რომ მის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულებაში „მერაბ დვალიშვილი იყო“.

ამჯერად, ვრცელდება ისევ საპასუხო ვიდეომიმართვა, სადაც ავთანდილ ხურციძე ამბობს, რომ მერაბ დვალიშვილი ამერიკაში ქურდობის გამოა ნასამართლევი.

„განცხადება წავიკითხე მეც, ანდაზა რომაა ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო, ეგ ამბავია.

დვალიშვილი რომ იძახის ცხოვრებაში არ ვარ ნასამართლევიო, შვიდჯერ არის ამერიკაში ნასამართლევი, მაღაზიის ქურდობაზე.

გადაამოწმეთ და ნახეთ“,- ამბობს ავთანდილ ხურციძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - როგორ ულოცავს ანუკი არეშიძე კახა კალაძეს იუბილეს

🎥 „საქართველოში ყოველი მე-4 ქალი სექსუალური შევიწროების მსხვერპლია“ - ვის შეეხება და რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი სექსუალური შევიწროების შესახებ?

⭕„ჩემი სტანდარტია საკუთარ თავთან კომფორტი და არა ლაიქების გამო გადაკეთებული თავი...“ - თათა გიორგობიანი გამომწერის კრიტიკულ კომენტარს პასუხობს