დღეს 13 ივნისია, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღი, რომელმაც ჩვენ მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა.
2015 წელს მომხდარმა ტრაგედიამ თბილისში მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, რამაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ასობით ადამიანი კი დაზარალდა.
სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი – სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.
მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია. ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა, მცირე ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. მაშინ, თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და ბეჰემოთი აღმოჩნდა.
მდინარე ვერე 1960 და 1963 წელს, ასევე 1972 და 1995 წლებშიც ადიდდა.
ცნობისთვის, 2015 წელს მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდაც იქცა. მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს. დაღუპულებს დღეს დედაქალაქში 13 ივნისის მემორიალთან გაიხსენებენ.
უმძიმესი თარიღის კადრები, ნახეთ „იმედის დილის“ სიუჟეტში 👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: