Digest Logo

19 აპრილი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს?

1713507311
19 აპრილი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს?

19 აპრილი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს? გთავაზობთ ინფორმაციას ცნობილი ადამიანების დაბადების თარიღებსა და მსოფლიოში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტების შესახებ.

პანამის არხი

1850 წლის 19 აპრილს ინგლისმა და აშშ-მ პანამის არხის (Panama Canal) ერთობლივ მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი (მოგვიანებით აშშ-მ არხის მშენებლობის დაწყება საკუთარი სახსრებით გადაწყვიტა).  

პირველი ბოსტონის მარათონი

1897 წლის 19 აპრილს პირველი ბოსტონის მარათონი (Boston Marathon) ჩატარდა. 

ალექსის კორნერი

1928 წლის 19 აპრილს დაიბადა ალექსის კორნერი (Alexis Korner 1928 - 1984)  - ინგლისელი მუსიკოსი, 1960-იან წლებში რითმ ენდ ბლუზის გამოჩენილი შემსრულებელი. ჯგუფი Blues Incorporated-ის შემქმნელი და ლიდერი. 

ჯეინ მენსფილდი

1933 წლის 19 აპრილს დაიბადა ჯეინ მენსფილდი (ნამდვილი სახელი - ვერა ჯეინ პალმერი) (Jayne Mansfield — Vera Jayne Palmer  1933 - 1967) - ამერიკელი მსახიობი, ჰოლივუდის  50-60 იანი წლების სექს-სიმბოლად აღიარებული. 

ალან პრაისი

1942 წლის 19 აპრილს დაიბადა ალან პრაისი (Alan Price) - ბრიტანელი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ  "The Animals" -ის ჯგუფის წევრი (კლავიშები), მომღერალი, კომპოზიტორი.

გია ფერაძე

1948 წლის 19 აპრილს დაიბადა გია ფერაძე (1948-1995) - ქართველი მსახიობი. 

ეშლი ჯადი

1968 წლის 19 აპრილს დაიბადა ეშლი ჯადი (Ashley Judd) - ამერიკელი მსახიობი.

კეიტ ჰადსონი 

1979 წლის 19 აპრილს დაიბადა კეიტ ჰადსონი (Kate Garry Hudson) - ამერიკელი მსახიობი. 

სიმპსონების ოჯახი

1987 წლის 19 აპრილს სიმპსონების ოჯახი (Simpson family) პირველად The Tracey Ullman-ის შოუში პირველი მოკლემეტრაჟიული სერიით სახელწოდებით «Good night»  გამოჩნდა.  

ჯო ჰარტი 

1987 წლის 19 აპრილს დაიბადა ჯო ჰარტი (Joe Hart) - ინგლისელი საფეხბურთო მეკარე. 

მარია შარაპოვა

1987 წლის 19 აპრილს დაიბადა მარია შარაპოვა (Мария Юрьевна Шарапова) - რუსი ჩოგბურთელი, ყოფილი მსოფლიოს „პირველი ჩოგანი“. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„დაუვიწყარი, სიყვარულით სავსე დღეები... ოჯახში მალე ოთხნი ვიქნებით, გვჯერა, ღმერთი ბევრ საოცარ რამეს გვიმზადებს“ – ილია თოფურია მეუღლესთან ერთად მაიამის სანაპიროზე ისვენებს

⭕საქართველო დეკადური (ათწლიანი) ეკონომიკური ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მსოფლიოს საუკეთესო სამეულებში მოხვდა