რუსთავის ყოფილი მერი ბენო ქაშაკაშვილი, რომელიც მუშაობდა მეტალურგიული ქარხნის მარტელის საამქროში, სტუმრად გადაცემაში „ჩემი საქართველო იმყოფებოდა, სადაც ისტორიულ ქალაქზე ისაუბრა:
„რუსთავი მეტალურგიით დაიწყო. საინტერესო ფაქტებს ჩამოვთვლი. 1950 წლის 27 აპრილს, პირველი ფოლადი ჩამოისხა ქალაქ რუსთავში. სულ ჩამოსხმულია 50 მილიონი ტონა, აქედან გამოშვებულია 40 მილიონი ტონა რკინის პროდუქცია. ეს იყო ქარხანა, მსოფლიოში თითით საჩვენებელი, რადგან სრული მეტალურგიული ციკლი მიმდინარეობდა.
6 წელიწადში დაარსდა ქალაქი და გამოუშვეს პირველი პროდუქცია. ეს არის ერთადერთი ქალაქი საქართველოში, რომელიც ძალიან მალე ნულიდან შეიქმნა. აქ იწარმოებოდა, ფოლადი, თუჯი, ფურცელი, ლისტი, მილები ყველა ზომის და ყველანაირი. ქარხანაში არის პარკები, დასასვენებელი სკვერები, დადიოდა ტროლეიბუსი. აქ ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო განათლება.
რუსთავი არის მეოთხე ქალაქი სიდიდით საქართველოში და გახდა ათ წელიწადში“, - აღნიშნა ბენო ქაშაკაშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პირდაპირ ჩემს „ჰეითერებს“ ეძღვნება“ - ნუცა ბუზალაძემ ახალი სიმღერა გამოუშვა
⭕ცოლქმრულ ურთიერთობებში მეუღლეთა დაბადების წელი ყველაზე მნიშვნელოვანია – ნახეთ ბედნიერების ფორმულა