გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ზოგიერთი ადგილი და სახელი შეცვლილია.
112-ში არასრულწლოვნისგან - მერი სულაძისგან შევიდა შეტყობინება, რომ მისი მშობლები სახლიდან გავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.
მისი თქმით, წინა დღეს დედა - დალი ბურდული და მამინაცვალი - რაჯი რაია სახლიდან გავიდნენ და არ დაბრუნებულან.
მოწმეების ჩვენებიდან გაირკვა, რომ წყვილი უკონფლიქტო იყო. ჰყავდათ ერთი საერთო შვილი და მერი, დალის პირველი ქორწინებიდან.
ისინი პატარა სასტუმროს ფლობდნენ და ოთახებს ინდოელ სტუდენტებზე აქირავებდნენ. აგრეთვე, ბიზნესის გაფართოების მიზნით მანქანების ყიდვას აპირებდნენ და იმ საღამოს სწორედ გამყიდველს უნდა შეხვედროდნენ.
მერი სულაძემ არ იცოდა ვის, ან სად უნდა შეხვედროდნენ მშობლები მანქანების გამყიდველს.
გამოძიებით დადგინდა ლოკაცია, თუ სად ფიქსირდებოდა ბოლოს დალის და რაჯის ტელეფონები. ეს იყო ძველი ქარხნის ტერიტორია.
ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ადგილი დეტალურად დაათვალიერეს.
ვიქტორ მახარაძე - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი:
„ადგილზე მისულებს დაგხვდა თხრილი, რომელიც სავსე იყო ნაგვითა და მიწით. თხრილთან მიახლოებისას მძიმე სურათი დაგვხვდა. მიწაში ადამიანის ხელი ჩანდა. 2 ადამიანის გვამი ვნახეთ, მრავალი დაზიანებით, რომელიც დამარხულები იყვნენ.
გვამი დალის და რაჯის ეკუთვნოდა. მათ დაყრილი ჰქონდათ იქვე არსებული ნაგავი და მიწა.
გვამების დათვალიერებით დადგინდა, რომ ორმაგი სასტიკი მკვლელობა იყო. დანაშაულის ადგილზე აღმოაჩინეს ბეტონის ნატეხი, რასაც მოწითალო ლაქები ჰქონდა და ეს სისხლის ლაქები დალი ბერიძეს ეკუთვნოდა“.
გამოკითხვისას მერიმ აღნიშნა, რომ პირველ დღეს რაჯის თავად გაჰყვა გამყიდველის სანახავად, რადგან დალი შეუძლოდ იყო.
მერი ვერ იხსენებდა, თუ რა ლოკაციაზე მოხდა მათი შეხვედრა და ვერც ის გაიხსენა რა ერქვა პიროვნებას, რომელსაც მამინაცვალი შეხვდა. თუმცა კარგად ახსოვდა შეხვედრის დეტალები.
მერი სულაძე:
„მანქანაში უცხო მამაკაცი ჩაჯდა და ფული მოსთხოვა რაჯის. რაჯიმ მანქანების ნახვა ითხოვა თუმცა არ ანახვეს. მიზეზად ის გვითხრა, რომ შეხვედრაზე დავიგვიანეთ. იმ კაცმა ჯერ ფულის გადაცემა ითხოვა, რაჯიმაც მისცა 20 000 დოლარი.
რაჯი რაია:
„არტურ რატომ არ გვანახებ მანქანებს“?
ეს შეტყობინება რაჯის სატელეფონო ამონაწერის გახსნიდან დაფიქსირდა და გამოიკვეთა არტურ მანუკიანი, რომელიც მანქანებს ყიდდა. ის სომხეთის მოქალაქე იყო და მანქანების ყიდვა გაყიდვით იყო დაკავებული.
მერიმ ის ფოტოსურათით ამოიცნო.
აგრეთვე, არტური იმ ადგილას ცხოვრობდა სადაც აღმოაჩინეს გვამები.
დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. სახლში მისვლისას სამართალდამცველებს არტური შინ არ დახვდათ. მისმა მეუღლემ აღნიშნა, რომ მკვლელობის ღამეს არტური აღელვებული მივიდა სახლში და ტანსაცმელი დასვრილი ჰქონდა. როგორც არტურმა ცოლს უთხრა უცხო პირებთან ჩხუბი მოუვიდა.
მან გათენებისას სახლი დატოვა და არ გამოჩენილა.
არტური გამოძიებისთვის საეჭვო პიროვნება გახდა და სამართალდამცველებმა დაიწყეს შესაბამისი გამოძიება, გაჩხრიკეს სახლი, სადაც გარდაცვლილი პირების პირადი ნივთები და ნიჩაბი ამოიღეს, რასაც გარდაცვლილი რაჯი რაიას სისხლის კვალი ჰქონდა.
გამოძიებამ დაიწყო არტურ მანუკიანის სამძებრო სამუშაოები.
კახეთის გზატკეცილზე ნაპოვნი იქნა დაკარგული პიროვნებების მანქანა, რომელიც ექსპერტ კრიმინალისტებმა დაათვალიერეს.
ექსპერტიზამ დაადასტურა, მანქანაში არსებული დაკარგული მოქალაქეებისა და არტურ მანუკიანის კვალი, თითის ანაბეჭდების სახით.
მანუკიანი იმყოფებოდა ნათესავის სახლში, რომელიც ცხელ კვალზე დააკავეს და დანაშაული აღიარა.
მანუკიანი:
„ერთ-ერთ გვერდზე ვნახე განცხადება, რომ რაჯი რაიას მანქანების ყიდვა უნდოდა. დავუკავშირდი რაჯის და დახმარება შევთავაზე. ერთი მანქანა ვაყიდვინე.
რაჯიმ კიდე მთხოვა მანქანის ყიდვა და გავაგრძელეთ საქმიანი ურთიერთობა“.
ვიქტორ მახარაძე - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი:
„არტურმა მკვლელობის განსახორციელებლად ცოლ-ქმარი მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე დაიბარა. რაც წინასწარ იყო შერჩეული და დაჰპირდა რომ მანქანებს აჩვენებდა. მისვლისას, რომ დაინახეს მანქანები არ იყო შელაპარაკება მოუვიდა არტურთან. რაჯი და დალი ფულის დაბრუნებას ითხოვდნენ. ბოლოს რაჯიმ წინ წასვლა გადაწყვიტა, თუმცა არტურმა დალის დანა რამდენჯერმა დაარტყა მუცლის არეში და რაჯი ხმაურზე მობრუნდა. მასაც გულმკერდის არეში დაარტა არტურმა.
ბოლოს ძირს დავარდნილ ცოლ-ქმარს დაგდებული ქვით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. იმ მიზნით რომ დანაშაული დაფარულიყო ორივე გვამი თხრილში ჩაყარა და დამარხა“.
მასალა მომზადებულია გადაცემა „პოლიციის ფაილების მიხედვით“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘 „ბებიაჩემის დროინდელი ტელეფონით სელფი გადამიღო და 15 დოლარი ამახია“ - რას წერს გურამ შეროზია?