Digest Logo

🎥 22-წლიანი პაუზის შემდეგ Met Gala-ზე 81 წლის დაიანა როსი გამოჩნდა

1746524283
მეტ გალა 2025

ცნობილი ამერიკელი მომღერალი დაიანა როსი 22-წლიანი პაუზის შემდეგ Met Gala 2025-ზე გამოჩნდა.

მას კრისტალებით შემკული თეთრი უზარმაზარი კაბა ამშვენებდა, რომლის შლეიფის გაშლაზე არაერთი პირი ზრუნავდა.

დაიანა როსმა როგორც მედიასთან აღნიშნა, კაბაზე მას შვილების და შვილიშვილების სახელები ჰქონდა ამოქარგული.

„მეტ გალა 2025“, ტრადიციულად ნიუ-იორკის მეტროპლიტენის მუზეუმმა უმასპინძლა. ღონისძიების მთავარ ხალიჩაზე კვლავაც გამოჩნდნენ მსოფლიო მოდისა და კულტურის ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავები. 

„მეტ გალა“ ნიუ-იორკის დროით საღამოს 6 საათზე დაიწყო, წვეულების მთავარი მასპინძელი ტრადიციულად Vogue და მისი მთავარი რედაქტორი ანა ვინტური გახლდათ. აღსანიშნავია, რომ წელს „მეტ გალა“ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა.

„მეტ გალა 2025“-ის მიზანი იყო წარმოეჩინა აფროამერიკელთა სტილის ევოლუცია - მისი კულტურული და ისტორიული მნიშვნელობა. ასევე ის, თუ როგორ იქცნენ ერთ დროს მონობაში მყოფი აფროამერიკელები დამოუკიდებელ პიროვნებებად, რომლებმაც სტილი არა მხოლოდ ინდივიდუალური გამოხატვის, არამედ სოციალურ-კულტურული ცვლილებების სიმბოლოდ აქციეს.

⭕ ამავე თემაზე: 

⭕  Met Gala 2025-ის წითელი ხალიჩა - ნახეთ რჩეული ლუქები წვეულებიდან

⭕  🎥 რიანა მესამე შვილს ელოდება - მომღერალმა „მეტ გალაზე“ პირველად გამოაჩინა მუცელი