Digest Logo

„3 შვილი ჰყავდა, ქმარმა მანქანის დამტვრევის გამო სცემა... მცირეწლოვნის თვალწინ აბაზანაში ყელი გამოჭრა...“ - მაია გაგნიძის გაუხმაურებელი ამბავი

1684232467
პოლიციის ლენტი

2022 წლის 6 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის სამმართველოში 112-იდან შევიდა ზარი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. კახეთის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, სადაც ასეთი სურათი დახვდათ: მესამე სართულზე ბინის კარი შეღებული იყო. კართან 2 წლამდე ბავშვი იყო, რომელიც მისულებს ხელით აბაზანაში შესვლისკენ ანიშნებდა. 

ბინის დათვალიერებისას სააბაზანოში აღმოაჩინეს ახალგაზრდა ქალის გვამი, რომელსაც ყელზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

ლევან მთიულიშვილი - კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი:

სახლიდან დანაშაულის იარაღი - სამზარეულოს დანა ამოვიღეთ. გარდაცვლილის ვინაობაც მალევე დადგინდა. ის 3 შვილის დედა 29 წლის მაია გაგნიძე იყო.

გიორგი არაბაშვილი - კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსი გამომძიებელი:

ბავშვი გავარიდეთ მკვლელობის ადგილს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ 112-ში ზარის განმახორციელებელს. ის გარდაცვლილის დედა - ლია ფრუიძე აღმოჩნდა.

ლია ფრუიძე:

მკვლელობამდე ცოტა  ხნით ადრე თავის შვილზე ვინმე თამაზ გამცემლიძე ძალადობდა. როგორც გაირკვა გამცემლიძე მაია გაგნიძესთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.

ძალადობის შესახებ 6 წლის შვილიშვილმა მიამბო.

პოლიციელებმა თამაზ გამცემლიძის ადგილმდებარეობის მოძებნა დაიწყეს.

მოინახა კამერების ჩანაწერები, სადაც ნათლად ჩანს გარდაცვლილის ბინასთან გაჩერებული ავტომანქანა. გადამოწმდა მანქანის სერიის ნომრები და გაირკვა, რომ ვინმე თამაზ გამცემლიძეს ეკუთვნოდა. ამიტომ საფუძვლიანი ეჭვი იყო სავარაუდო დამნაშავე ყოფილიყო გამცემლიძე.

გამოცხადდა ძებნა გამცემლიძის დასაკავებლად.

გაირკვა, რომ გამცემლიძე სოფელში მიდიოდა. გაირკვა ისიც, რომ გამცემლიძის მამა და ბიძა წარსულში მკვლელობისთვის იყვნენ ნასამართლევები.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გამცემლიძის სოფლისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა და დაიგეგმა სპეცოპერაცია.

ოპერატიული სამძებრო ღონისძიების გატარების შედეგად, გამცემლიძემ ვერ მოახერხა თავისი თავის დაზიანება და ვერც საპატრულო თანამშრომლების დაზიანება. ეკიპაჟმა დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა.

გამცემლიძემ აღიარა მკვლელობა და ადგილზე დააკავეს, აგრეთვე გამცემლიძეს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე სისხლის ლაქები ჰქონდა.

გამცემლიძე:

6 თვე ერთად ვიყავით. ვიქირავეთ ბინა. 2021 წელს გავიცანით ერთმანეთი. მაიასთვის ეს პირველი ოჯახი არ იყო. 3 შვილი ჰყავდა. დედა ეხმარებოდა ბავშვების აღზრდაში.

მაიას დედა:

მეუღლეებს შორის ყოფით ნიადაგზე ხდებოდა კონფლიქტი. ბავშვები მეუბნებოდნენ, რომ სცემდა მაიასო. სულ ვეუბნებოდი შეეშვი, თავი დაანებე მალე შვილებსაც ცემს-თქო.

პირველი ცემა მაშინ მოხდა როდესაც ავტომობილი დაამტვრია მაიამ.

გამცემლიძე:

ძალიან გავბრაზდი, მწყობრიდან გამოვედი. როცა ალკოჰოლს ვსვამდი სულ ის დამტვრეული მანქანა მახსენდებოდა.

მკვლელობას წინ უძღოდა საპატრულო პოლიციაში შესული ზარი, სადაც მაიამ განაცხადა, რომ არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი პირი მასზე ძალადობდა.

ის იმავე დღეს დააპატიმრეს, თუმცა 2 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გამოწერილი ჰქონდა შემკავებელი  ორდერი, რითაც არ ჰქონდა გაგნიძესთან კონტაქტის დამყარების და მიახლოების უფლება.

ამ ორდერის მიუხედავად მაინც მისწერა მაიას და უპასუხა კიდეც.

ლია:

მანიპულატორი იყო, ჩემ შვილზე ფსიქოლოგიურადაც ძალადობდა. რომ სცემდა ისევ ირიგებდა, ეს ბოლოა მეტი არ განმეორდებაო. ესეც პატიობდა, უყვარდა.

თამაზ გამცემლიძე:

მიმოწერის მერე პატიება ვთხოვე. შერიგებაც ვთხოვე. დამთანხმდა და ვაპირებდით თანაცხოვრებას. მიმოწერისას შევთანხმდით, რომ უნდა ავსულიყავი სახლში და გველაპარაკა. თან ალკოჰოლი და ხინკალი ავიყოლე. დალევის მერე აგრესიული გავხდი. გავიხსენე ის ფაქტი, რომ ჩემი თავი დააჭერინა. სახლში 2 წლის ბავშვი დარჩა. დანა ავიღე გავეკიდე, ის აბაზანაში შევარდა, კარის დაკეტვა ვერ მოასწრო და დანა ყელში რამდენჯერმე ჩავარტყი.

დანაშაულის აღიარების და ბრალის დამტკიცების შემდეგ გამცემლიძეს თავისუფლების აღკვეთა 18 წლით მიესაჯა.

მასალა  მომზადებულია გადაცემა „პოლიციის ფაილების მიხედვით“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔘საუკუნის თაღლითობა, გაძარცული პენსიონერები, ციხე, 3 შვილი და სკანდალებში გახვეული მეუღლე - როგორ გახდა დავით კეზერაშვილი მულტიმილიონერი

🔘 „ბებიაჩემის დროინდელი ტელეფონით სელფი გადამიღო და 15 დოლარი ამახია“ - რას წერს გურამ შეროზია?

🎥 90 წლის ელდარ შენგელაიას და ნანული სარაჯიშვილის ცეკვამ ფურორი მოახდინა – კადრები რეჟისორის დაბადების დღიდან