Digest Logo

„38 წლის ასაკში გავთხოვდი, უკვე ხელიც კი ჰქონდათ ჩაქნეული ჩემზე“ – მსახიობი ნინო მუმლაძე ოჯახის გვიან ასაკში შექმნასა და დედობაზე

1789645307
ნინო მუმლაძე

მსახიობი ნინო მუმლაძე, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული ნათიას როლით მოიპოვა, ანა ტყებუჩავას პოდკასტს სტუმრობდა. გადაცემაში მან ოჯახის შექმნაზე, გვიან ასაკში დედობასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რაც ამ ნაბიჯს ახლავს თან.

მსახიობის თქმით, მან დაქორწინებისა და შვილის გაჩენის გადაწყვეტილება სრულიად შეგნებულ ასაკში მიიღო:

„38 წლის ასაკში გავთხოვდი, უკვე ხელიც კი ჰქონდათ ჩაქნეული ჩემზე. გვიან ასაკში დედობა კარგია იმიტომ, რომ ამას გაცნობიერებულად აკეთებ, მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს - ნაკლები ენერგია გაქვს და სულ იმაზე ფიქრობ, რამდენ ხანს ეყოლები შენს შვილს გვერდით.  

იმ გოგოებმა, ვინც ადრე გააჩინეს შვილი, ორმაგი სტრესი გაიარეს - თუ განათლებაც მიიღეს და თან არაფერს ჩამოშორდნენ, არაფერს მოწყდნენ, ეს ხომ ორმაგი ძალისხმევაა. ახალგაზრდა ხარ, გართობაც გინდა, თვითდამკვიდრებაც გინდა, გაპრანჭვა გინდა - და ამ დროს ბავშვი გელოდება სახლში და სულ მისკენ მიგეჩქარება.

ამ ასაკამდე მე ეს ყველაფერი მოვასწარი, მოვახერხე, გული არაფერზე მწყდება - ნაყოფიერი წლები გამოვიარე და ბევრი კარგი მოგონება მაქვს. დაქორწინებისა და შვილის გაჩენის გადაწყვეტილება შეგნებულ ასაკში მივიღე“, - ამბობს ნინო მუმლაძე.

ცნობისთვის, ნინო მუმლაძე წარმატებული ქართველი მსახიობია. მას დამთავრებული აქვს კონსერვატორიასთან არსებული ექსპერიმენტული სამუსიკო ათწლედის ვოკალის ფაკულტეტი. 2004 წელს დაამთავრა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. 2004 წელსვე დაიწყო მუშაობა თეატრალურ სარდაფში. 2006 წლიდან მუშაობდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. 2007 წელს დაიწყო მუშაობა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 2010 წლიდან კი თავისუფალი თეატრის მსახიობია. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს - ასტროლოგები ასახელებენ

⭕11 რამ სახლში, რაც ხელს გიშლით გამდიდრებაში - ფენ-შუის ექსპერტების რჩევა

⭕„ფინანსური ჯეკპოტის და საბედისწერო გადაწყვეტილებების დღე!“ - თაკო მელიქიშვილი 17 სექტემბრის ენერგიებზე